დილით ამელიამ სახლი ადრიანად დატოვა და ფეხით გაუყვა სამსახურის გზას, იმდენად შეძლებული არ იყო რომ მანქანა და დიდი სახლი ჰქონოდა, მაგრამ რაც ჰქონდა იმისთვისაც კმაყოფილი იყო.
გზაში ნელა მიდიოდა და თან ისევ ჰარიზე ფიქრობდა. მისი წარსულის შესახებ თითქმის ყველაფერი იცოდა, მაგრამ საჭირო იყო რომ ისტორია ჰარისგან გაეგო.
დაახლოებით ათ წუთში უკვე საავადმყოფოში იყო და ლიფტში შედიოდა, სანამ კარი დაიკეტებოდა იქამდე შეამჩნია შენობაში ახლად შემოსული ჰარი, რომელსაც შავი ჯინსი და შინდისფერი თხელი პერანგი ეცვა.
კარები დაიკეტა და ლოფტმაც ზემოთ დაიწყო სვლა.
ჰარი როგორც კი შიგნით შევიდა ლოფტში მდგომი ამელია შეამჩნია მაგრამ თვალი აარიდა და ნელა დაიწყო სიარული, არ სურდა მასთან ერთად ლიფტში ყოფნა, რადგან გუშინდელი მათი საუბარი დაძაბული და არასასიამოვნო გამოდგა.
თავის კაბინეტში შესვლა და კარებში ჯეკის გამოჩენა ერთი იყო.- რამე მოხდა? -იკითხა და თავის ტანსაცმელზე თეთრი ხალათი მოიცვა.
- ოპერაციებს მართლა აღარ ჩაატარებთ?- იკითხა გაკვირვებულმა. ჰარიმ მას წარბშეკრლუმა გახედა.
-რა სისულელეა. ვინ გითხრა ეს? - სკამზე ჩამოჯდა.
- უფროსმა გამაფრთხილა რომ არ ჩაატარებდით. - მხრები აიჩეჩა.
- ეს უკვე ზედმეტია!- ოთახიდან მაშინვე გავარდა და უფროსის კაბინეტიკენ დაიწყო სვლა, ზედა სართულზე კიბეებით ავიდა და კარების წინ დადგა. დაუკაკუნებლად შევიდა შიგნით.
- ჰარი?- უფროსმა ექიმმა გაოცებულმა გახედა.
- რას გავს შენი საქციელი?!- კარები მაშინვე ხმაურიანად მიხურა.
- ტონს დაუწიე ჰარი!
- როგორ გაბედე და ოპერაციის ჩატარების უფლება ჩამომართვი?!
- მე სრულიად მაქვს ამის უფლება!
- ჩემთვის უნდა გეთქვა! ანდა საერთოდ რატომ ფიქრომ რომ ოპერაციას ვერ ჩავატარებ?! - ხელები გადაიჯვარედინა.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას