16

619 58 30
                                    

ამელია სამზარეულოში იყო და თავისთვის წვნიანს ამზადებდა. სწორედ ამ დროს გაიგო კარებზე ზარის ხმა, ბოსტნეულის ჭრას შეეშვა, ხელები ერთჯერად ხელსახოცზე გაიმშრალა და კარებისკენ წავიდა.
გააღო და იქ ჰარი დახვდა რომელიც  წარბშეკრული იდგა.

- ჰარი რამე მოხდა?- გაკვირვებულმა ჰკითხა.

- ჩემთან შუქი ჩაქრა და ხომ არ იცი ისეთი ადამიანის ნომერი რომელიც ამას გამოასწორებს? ეგ რომ არაფერი სულ გავიყინე. - ხელი თავზე ჩამოისვა.

- ამ.. მგონი სადღაც უნდა მქონდეს. მანამდე კი შემოდი, გარეთ ნუ იდგები. - ჰარი სახლში შემოუშვა და ქურთუკი გამოართვა. - დღეს შედარებით უფრო ცივა.

- ჰო. არ მიყვარს სიცივე- გაიცინა.

- არც მე ვგიჟდები-მისაღებში გავიდნენ - შენ აქ დაჯექი მე კი ნომერს მოვძებნი და მოვალ.
საძინებელში გავიდა და იქვე უჯრებში დაიწყო პატარა რვეულის ძიება.
საჭირო ნივთის ძიების შემდეგ ისევ მისაღებში დაბრუნდა.

- აი ეს არის- შესაფერის გვერდზე გადაშალა და ისე მიაწოდა ჰარის.

- მადლობა- გაიღიმა მაგრამ წარბები შეკრა- რისი სუნია?- გაკვირვებულმა თქვა.
ამელიას თვალები გაუფართოვდა.

- ჩემი წვნიანი!- წამოიყვირა და სამზარეულოში გავარდა.
კიდევ კარგი მიუსწრო და საჭმელი არ გაუფუჭდა. 
ქურას დაუწია და მწვანილების ჭრა დაიწყო.

- ყველაფერი რიგზეა? - მასთან ჰარი მივიდა.

- კი- გაუღიმა მან- დროულად მოვუსწარი. - დაჭრილი მწვანილები პატარა ჯამში ჩაყარა და ქურაც გათიშა- დაურეკე?

- კი და თქვა რომ როდესაც აქ იქნებოდა თვითონ დამირეკავდა- ხელებით მაგიდას დაეყრდნო.

- კარგია. - უკან შეტრიალდა და კრადიდან პატარა ჯამები გამოიღო, რომელშიც წვნიანი უნდა ჩაესხა. - იმედია წვნიანი გიყვარს არა?- თავი უკან გაატრიალა და ისე ჰკითხა ჰარის.
მან გაიცინა.

ახალი ფერები  (დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora