13

635 54 45
                                    

დილით პირველმა ამელიამ გაიღვიძა. საწოლიდან წამოდგა და ჯერ საათს დახედა, შემდეგ კი ოთახის კარები გამოაღო და გარეთ გაიხედა. სამარისებული სიჩუმე იდგა, ქეითს და დანარჩენებს რომ ღვიძებოდათ ასეთი სიწყნარე არ იქნებოდა, მითუმეტეს ქეითის გამო. ამელიას ამ საყვარელ ქალზე ფიქრისას გაეცინა.
ოთახში დაბრუნდა და ისევ საწოლში შეწვა.
ნახევარი საათის მანძილზე ტელეფონისთვის ხელი არ გაუშვია. ასე ყოფნა ძალიან მოწყინდა ამიტომ ფეხზე წამოდგა და ტანზე  ის კაბა ჩაიცვა რაც გუშინ ეცვა.
უნდოდა სააბაზანოში მაინც შესულიყო. დიდი წვალების შემდეგ მაინც გადაწყვიტა რომ ჰარის სააბაზანოთუ ესარგებლა.
ჰარის ოთახის კარებს მიუახლოვდა და ნელა დააკაკუნა. ხმა არავინ გასცა. შიგნით შეიხედა და დაინახა რომ ჰარის ჯერ კიდევ ეძინა.

- ჰარი..- მას მიუახლოვდა.
მისგან პასუხად დუმილი მიიღო.
არაფერი მოხდება სააბაზანოში რომ შევიდეო გაიფიქრა და ნელი ნაბიჯებით შევიდა.
სახე  დაიბანა, თავი შეძლებისდაგვარად მოიწესრიგა და საბაზანოდან გავიდა.
ფეხისწვერებზე დადგა და ნელა დაიწყო სიარული კარისკენ.
ჰარი მას უყურებდა და ჩუმად იღიმოდა.
ამელიას ოთახიდან გასვლის შემდეგ ფეხზე წამოდგა და თავის მოწესრიგებას შეუდგა.
ქალს უკვე ფეხზე ჩაეცვა და მოწესრიგებულიყო. ოთახიდან  ერთდროულად გამოვიდნენ.

- დილამშვიდობის- უთხრა ჰარიმ ღიმილით.

- დილამშვიდობის- მანაც ასევე უპასუხა

ქვემოთ ნელა ჩავიდნენ.

- რას შეჭამ საუზმედ?- ჰკითხა.

- მადლობა მაგრამ ჩემი წასვლის დროა- გაიღიმა.

- საუზმის გარეშე არავინ არსად არ მიდის- შეტრიალდა ჰარი- ახლა კი წამომყევი.
ამელიამ ჩანთა იქვე დივანზე დადო და ჰარის უკან მიყვა.

-ჰმმ.- ჰარი მაცივარში იხედებოდა- რა გავაკეთოთ?

- ფრანგული ტოსტი- მაგიდას დაეყრდნო ამელია.

ახალი ფერები  (დასრულებული)Where stories live. Discover now