~1~

983 19 6
                                    

...

ჰარი: ღმერთო არა, ლილ!!

ენი: ლილი!!

ჰარი: ლილი!!! შემეშვით!!!

ლიამი: სამაშველოში დავრეკე, უკვე მოდიან!

ჰარი: ჩემო სიყვარულო!!! გთხოვვ ლილი!!!

ენი: შვილო!! გთხოვვ გაუძელი!!

ჰარი: ჩემო პატარავ გთხოვ არ მიმატოვო!!! გემუდარებით მაცადეთ მასთან შევიდე!!!

ნაილი: ჰარი! ჰარი! სახანძრო მოვიდა!

ჰარი: გთხოვთ გადამირჩინეთ! ი..იქ ჩემი მ..მეუღლეა!! გ..გთხოვთ!

მეხანძრე: დამშვიდით და უკან დაიხიეთ, სერ!

ჰარი: უბრალოდ გ..გადაარჩინეთ.. ჩემი ცოლი გადაარჩინეთ..!!!

მთელი 20 წუთი ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ბოლოს კი ძლივს გამოიყვანეს ლილი ჯოჯოხეთიდან..

მაგრამ არავინ იცოდა რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი წინ იყო...

ჩაუქრობელი..

ყველაზე მტანჯველი..

და უსასრულო..

|~2 წლის წინ~|

მე ლილი ჰილი ვარ, 20 წლის. ჰარვარდის უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვარ. მყავს ძმა - ჩარლი ჰილი, მამა - ჯექსონ ჰილი და დედა - ენი ჰილი. 1 საუკეთესო მეგობარიც, ნუ მეგობარზე მეტიც კი, ჩემი ელენა ჯერალდი, დასავით მიყვარს. ჩარლიც ჰარვარდში სწავლობდა, ახლა FBI-ის უფროსია. მე და ელენა კი ფსიქოლოგიურზე ვსწავლობთ, ჩვენ თვითონაც არ ვიცით რატომ. ალბათ იმიტომ, რომ.. ამ ფაკულტეტზე სიმპათიური ბიჭები არიან. "ბიჭებზე მონადირეები" არ გეგონოთ, უბრალოდ მე და ელენას გვგონია, რომ შედარებით ნორმალური ადამიანის გაცნობა მხოლოდ აქ შეგვიძლია, ისეთის რომელიც ჩვენს გამოხტომები აიტანს, დაგვამშვიდებს და ეცოდინება თუ როგორ უნდა მიუდგეს გადარეულ გოგოებს. თანაც.. ისე მოვაღწიეთ 20 წლამდე, რომ შეყვარებულიც არ გვყოლია. არ გამოგვიცდია სიყვარული. არ ვიცით რას ნიშნავს ან რითი განსხვავდება სხვისი სიყვარულიგან.. ჩვენ და ჩარლი ამაზე ხშირად ვჩხუბობთ, სულ გვეუბნება რომ დიდ შეცდომას ვუშვებთ, თვითონ ფიქრობს რომ ჩვენი შესაფერისი ადამიანი მოულოდნელად ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, მაშინ როდესაც ამას არ ველით. თანაც სიმართლე გითხრათ, ჩემს ძამიკოს არ სიამოვნებს როდესაც სხვა ბიჭებზე ვსაუბრობთ.. ჰგონია რომ ყველას აცანცარებულები დავსდევთ ამიტომ გვეუბნება ხოლმე- აი მასეთი აცანცარებულები რომ ხართ, ვერასდროს იპოვით თქვენ შესაფერისებსო, მანიაკებს გადაეყრებით და ვიღაცას მომაკვლევინებთო. ძალიან უყვარს სიმართლე, რაც არ უნდა მწარე იყოს მაინც იტყვის. განა არ ვიცი რომ ჩვენთვის კარგი უნდა? ჩემი თავის მტერი არ ვარ და ყველაფრის გარჩევა შემიძლია, კარგისიც და ცუდისიც. ბოროტი არ ვარ. მიყვარს ცხოვრება, ადამიანები, თავისუფლება. აი ჩვენი პატარა მეგობრები (ცხოველები) ჩემი სუსტი წერტილია. რომ შემეძლოს 10-20 ცალს მოვიყვანდი და მოვუვლიდი, საერთოდ არ მეზარება. მაგრამ.. ჩემი ძმის გამო ამას ვერ ვახერხებ. ალერგია აქვს ბეწვზე, იხრჩობა. ნეტა სამსახურში როგორ ძლებს. იმედია ძაღლების ფუნქციას თვითონ არ ასრულებს..

ტკივილი Where stories live. Discover now