~11~

196 12 1
                                    

- ლილის თვალთახედვით -

მაღვიძარას საშინელმა ხმამ გამაღვიძა..
ერთხელაც იქნება ამ საშინელ მოწყობილობას ფანჯრიდან მოვისვრი! რა საშინელი ხმა აქვს!! ჯუჯღუნით ავდექი და სააბაზანოში შევედი..
თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე..

ქვემოთ, რომ ჩავედი სამზარეულოში მხოლოდ დედა და ჩარლი დამხვდნენ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ქვემოთ, რომ ჩავედი სამზარეულოში მხოლოდ დედა და ჩარლი დამხვდნენ. მაგიდასთან ჩუმად დავჯექი და ტელეფონი ამოვიღე..
მეგონა ელენა რამეს მომწერდა, მაგრამ.. არა..ისევ არაფერი იყო.. შეტყობინება კიდევ გავუგზავნე..

💬 "ელ, ჩახვედი? უკვე 2 დღეა შენთან დაკავშირებას ვცდილობ.. ძალიან გთხოვ რამე მომწერე ან დამირეკე. ვნერვიულობ.. "

ტელეფონი ხელში მეჭირა რა დროსაც დედას ყვირილი გავიგონე..

ენი: ლილი!! როდის ჩამოხვედი?!!

ლილი: დედა რა გაყვირებს?! შემეშინდა!!

ენი: არ მეგონა თუ აქ იყავი!

ლილი: ახლახანს ჩამოვედი..

ალბათ, იმიტომ შეეშინდა რომ სამზარეულოში ჩუმად შევიპარე..

დედამ ამოიხვნეშა, შემდეგ კი გამიღიმა და ტირამისუ გამომიწოდა..

იცის როგორ ძალიანაც მიყვარს.. მაგრამ ახლა ნამდვილად არ მინდა.. ტირამისუ კი არა საერთოდ არაფერი მინდა..

ლილი: მადლობა დედა, მაგრამ.. არ მინდა..

სევდიანად ვუთხარი და თვალები ისევ ტელეფონისკენ გავაპარე..

ტკივილი Where stories live. Discover now