~10~

224 12 0
                                    

~|შემდეგი დღე|~

- ლილის თვალთახედვით -

ჩარლი: გაიღვიძე!

ლილი: ...

ჩარლი: ლილი ჰილ! გაიღვიძე მეთქი!!

ვიღაცის ყვირილმა გამაღვიძა.. თვალები ძლივსძლივობით გავახილე და ჩემი შეშლილი ძმა დავინახე.
მგონი აღარ ახსოვს როგორ ვგიჟდები ძალით თუ მაღვიძებენ!

ლილი: რა ხდება რა?!! სულ გაგიჟდი?!!

ჩარლი: რას ნიშნავდა შენი გუშინდელი სიტყვები?!!

ლილი: მგონი მართლა გააფრინე!! საერთოდ რას მაღვიძებ!

ჩარლი: რას ნიშნავდა ის სიტყვები მეთქი?!!

ლილი: რა სიტყვები რა?!! შევიგინე?!

ჩარლი: ჯობდა შეგეგინა ვიდრე ის საშინელება გეთქვა!!!

ლილი: რა ვთქვი ამისთანა, მეტყვი?? თავი მისკდება!!!

ჩარლიმ ისე ჩაიცინა, რომ შემეშინდა..

ჩარლი: ვითომ არ გახსოვს, არა?!

ლილი: ან მითხარი რა ვთქვი ამისთანა დილაუთენია, რომ მაღვიძებ ან გადი და ძილი მაცადე!!!

ჩარლი: "მირჩევნია ავარიაში მოვყვე ვიდრე თქვენ ორ შორის არჩევანი გავაკეთო".

გაკვირვებულმა გავხედე..

ლილი: ..ვინ ორს შორის?

ჩარლი: ჩემსა და იმ ნაბიჭვარს შორის!!!

ლილი: კარგი რა ჩარლი, გთხოვ!!!

ბალიში თავზე დავიფარე რათა მისი ხმა აღარ გამეგო, მაგრამ.. როცა ადამიანს მისნაირი შეშლილი და ეგოისტი ძმა გყავს აზრი არაფერს აქვს.. მომვარდა და ბალიში უხეშად ამაცალა..

ჩარლი: ლი..

მშვიდად მკითხა.. მე კი მუდარით აღსავსე თვალებით გავხედე..

ლილი: რა?

ჩარლი: .. მოგწონს?

თავი რომ დავუქნიო ისევ გაბრაზდება?

ლილი: ..კი..

თავი დავხარე და ჩემთვის ჩავიჩურჩულე ოღონდ ისე, რომ მასაც გაეგო..

ტკივილი Where stories live. Discover now