~4~

261 15 3
                                    

- ლილის თვალთახედვით -

ლექცია ძლივს დამთავრდა.
მე და ელენას 25 წუთში ინგლისური ლიტერატურის ლექცია გვეწყება. მანამდე კაფეტერიაში ჩავალ და რამეს ვიყიდი.

ელენა: სად მიდიხარ?

ლილი: კაფეტერიაში, ყავა უნდა ვიყიდო.

ელენა: მეც წამომიღე რა, გთხოვ.

ლილი: რომ შემარცხვინე!?

ელენა: კარგი რა, გთხოვ..

ლეკვის თვალებით შემომხედა..

ლილი: კარგი, წამოგიღებ.

ელენა: მიყვარხარ!!!

ლილი: მეც..

კაფეტერიისკენ წავედი..
ვგრძნობდი რომ უკან ვიღაც მომყვებოდა..

ალბათ ისევ ჯორდანია. ეგ ხომ კარგი გაწვრთნილი ძაღლივით სულ უკან დამდევს. თითქოსდა დარწმუნებული ვარ ამიტომ აღარ მივტრიალებულვარ.

კაფეტერიაში შევედი და 2 ყავა შევუკვეთე. უეცრად ჩემი მიმართულებით ბოხი, ხრინწიანი და ძალიან სასიამოვნო ხმა გავიგონე. იმდენად სასიამოვნო რომ ჟრუანტელმა დამიარა..

ჰარი: გამარჯობა.

არაფერი მიპასუხია უბრალოდ გავუღიმე..

ჰარი: მგონი წეღან ჩემზე ლაპარაკობდით.

ლილი: .. უბრალოდ ჩემს მეგობარს ვუთხარი რომ დამეხმარე.

ეს როგორც კი ვუთხარი.. თითქოს მოიწყინა?

მომსახურე პერსონალი: ინებეთ თქვენი ყავა.

ლილი: მადლობა.

ჩემთვის და ელენასთვის ყავა წამოვიღე. მას კი გასვლისას გავხედე, მოწყენილი იყო.. რამე ვაწყენინე? ისეთი არაფერი მითქვამს..
მოიცადე ლილი! არ გაინტერესებს! არ გაინტერესებს რა დაემართა! მისგან თავი შორს უნდა დაიჭირო!! რაც შეიძლება შორს!

...

კიდევ რამდენიმე ლექციას დავესწარი. შემდეგ კი სახლში წასვლის დროც მოვიდა..
ჩემს ძმას გარეთ ველოდებოდი, როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი. უკან ნელა მივტრიალდი და!!!!!

ტკივილი Where stories live. Discover now