~25~

156 14 2
                                    

- ლილის თვალთახედვით -

მის ზარს ვუპასუხე..

ლილი: რა გინდა?!

ჩარლი: ახლავე მითხარი სად ხარ!

ლილი: არა! არ გეტყვი!

ჩარლი: გინდა ჩემით გავარკვიო?!!

ლილი: რაც გინდა ის ქენი!

ჩარლი: კარგი, მაშინ გაფრთხილებ! რომ გავიგე, რომ იმ.. რა ვუწოდო არც კი ვიცი!! მშიშარა ნაბიჭვართან ხარ გეფიცები ლილი ჰილ!! ამჯერად მართლა მოვკლავ!!

ლილი: ჩარლი ა..

გამითიშა..

სასწრაფოდ ოთახიდან გამოვვარდი და გასასვლელისკენ გავიქეცი..

ჰარი: ჰეი.. სად მიდიხარ?

ლილი: ჰარი მაპატიე, მოგვიანებით დაგელაპარაკები, ძალიან მეჩქარება. მიყვარხარ..

ჰარი: მეც მიყვარხარ, პატარავ.

გავუღიმე და ზეინსაც დავემშვიდობე.

ლილი: ნახვამდის ზეინ.

არაფერი უთქვამს..

არ ვიცი მას რა სჭირს და რატომაა ჩემდამი ცუდად განწყობილი.
სინამდვილეში მარტო ზეინი არაა მასე, ნაილის გარდა ჰარის ყველა მეგობარს ვძულვარ..

თავი გავაქნიე რათა ეს აზრები გონებიდან გამეფანტა. ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, ჩარლისთან უნდა გავიქცე და ბოლოს და ბოლოს მის გამოხტომებს წერტილი უნდა დავუსვა..

გარეთ გავვარდი და მადლობა ღმერთს! ჩემს ბედზე ტაქსიც გამოჩნდა. სასწრაფოდ ჩავჯექი და ანერვიულებულმა საუბარი დავუწყე..

ლილი; წადი, სწრაფად წადი!!

მძღოლი: კი მაგრამ სად, მის? მისამართი მითხარით.

ლილი: კემბრიჯში!!

მძღოლი: კემბრიჯში ხართ, მის.

დაბნეულობისგან სულ გამოვშტერდი, გონება ამერია.. მძღოლს ბოდიში მოვუხადე და მისამართი ამოვღერღე..

მთელი გზა ჩარლისთან დაკავშირებას ვცდილობდი.. რეკვა არ შემიწყვეტავს..

ტკივილი Where stories live. Discover now