~5~

255 13 1
                                    

|უნივერსიტეტში ჩხუბამდე|

- ელენას თვალთახედვით -

ლილი: ელ, მე გარეთ გავალ, ვნახავ ჩარლი თუ მოვიდა.

ელენა: კარგი მიდი, მეც მალე გამოვალ.

ლილიმ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და გარეთ გავიდა, მე ადმინისტრაციასთან შესასვლელად ვემზადები..
მე და დედა ლოს ანჯელესში გადავდივართ მამასთან. სიმართლე გითხრათ წასვლა არ მინდა. არ მინდა მივატოვო აქაურობა, ლილი, ჩარლი, ენი. ძალიან დიდი ხანია რაც აქ ვარ..
კი ჩავდიოდით ხოლმე მე და დედა მამასთან წელიწადში ორჯერ, ამაზე პრობლემა დიდად არ მქონდა, მაგრამ ახლა საუბარი.. სამუდამოდ გადასვლაზეა..

ვიცი რომ ლილის გული ძალიან დასწყდება, შეიძლება ცოტა ხნით გამებუტოს კიდეც, მაგრამ განა ჩემთვის მარტივია? მარტივია შენი მეორე ოჯახისგან წასვლა? მარტივია საყვარელი ადამიანისგან წასვლა? ვფიქრობ, ძალიან გამიჭირდება..

ახლა ისევ ადმინისტრაციის კაბინეტის წინ ვდგავარ და ველოდები თუ როდის მომცემენ შესვლის უფლებას.

ნაილი: ჰეი..

ნაილი?!! ახლოდან უფრო სიმპათიური ყოფილა!!! ელენა გამაგრდი! თავი ხელში აიყვანე..

ელენა: ჰეი.

ნაზად გავუღიმე და ისევ კაბინეტის კარს მივაჩერდი..

ნაილი: მე ნაილი მქვია..

ელენა: ვიცი.. მე ელენა ვარ.

ნაილი: სასიამოვნოა, ელენა.. ჩემი სახელი საიდან იცი?

ელენა: შენ, ლუის, ზეინს, ლიამს და ჰარის ყველა გიცნობთ, როგორც ყველაზე მიმზიდველ ბიჭებს.

ელენა რა სულელი ხარ!!! მიმზიდველ კი არა ნიჭიერ ბიჭებს!!! რამ გამომაშტერა?!!

ნაილი: მადლობა.. ელენა..

გამიღიმა..
არ მეგონა თუ ამას მეტყოდა. ახლა მართლა ცუდად გავხდები, მისი სურნელი აჰჰ.. როგორი სასიამოვნოა!!

ტკივილი Where stories live. Discover now