~31~

162 12 0
                                    

- ჩარლის თვალთახედვით -

გამიკვირდა, როდესაც ჰარი დავინახე. მეგონა ლილის ცოტა ჭკუა ეყოფოდა და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ რაღას ვიზამ..

უკვე მშობლებთანაც მოუყვანია და როგორც ჩანს ურთიერთობა უფრო გაუღრმავებია..

კინაღამ გადავირიე, როდესაც ჩემი და ჰარის სადღაც გაყვა. ნუთუ მის გამო არ წამომყვა მე..

მათი წასვლის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც მთელი სახლი შემოვიარე და ჩემი და ვერსად ვიპოვე.. ვერც სთაილსი..
მივხვდი, რომ სადღაც ერთად წასულიყვნენ.. ნერვები საშინლად ამეშალა, ვგრძნობდი რომ ჩემს სიბრაზეს ვეღარ გავაკონტროლებდი ამიტომ სამზარეულოში წყლის დასალევად შევედი..

სამი ყლუპი მოვსვი და ფიქრი დავიწყე..

მაგრამ მალევე ფიქრი ერთმა ადამიანმა შემაწყვეტინა..

ელენა: ჰეი..

უბრალოდ შევხედე და ჭიქა ისევ წყლით გავავსე..

ელენა: .. როგორ ხარ?

მისი ხმის ტემბრით მივხვდი, რომ დაძაბული იყო.

მასზე მაინც ვბრაზობ.. არ მინდა მაგრამ ამას ვერ ვშველი..

ჩარლი: კარგად.

მოკლედ ვუპასუხე და წყალი მოვსვი..

ელენა: ..ხო.. ჩ.. ჩარლი რაღაც მინდა გითხრა..

ჩარლი: დაძაბული ნუ ხარ. არ იდარდო, შენს მოტაცებას არ ვაპირებ.

ელენა: ა.. არა.. ეგ არც მიფიქრია უბრალოდ..

მას არც კი ვუყურებდი..

ელენა: უბრალოდ..

ჩარლი: თუ რამე გინდა მალე მითხარი, ბევრი დრო არ მაქვს.

ელენა: ჩარლიი..

შეწუხებულმა თქვა..

ჩარლი: რა?

ელენა: გთხოვ მასე ნუ მექცევი..

ჩავიცინე და გამოსვლა დავაპირე..

ჩარლი: თუ დაამთავრე გამატარე.

ელენა: არა, მოიცადე.. გავიგე შენი სამსახურის შესახებ და..

ტკივილი Where stories live. Discover now