~3~

291 13 1
                                    

- ლილის თვალთახედვით -

ლილი: კარგი ჩარლი. მადლობა რომ გამაფრთხილე.

ჩარლი: ლი, მართლა. ხომ იცი მინდა, რომ კარგად და უსაფრთხოდ იყო.

ლილი: გავიგე ჩალიკო რა დაგემართა.

სიცილით ვუთხარი. ის კი ჩემსკენ მოიწია და თავზე მაკოცა..

ჩარლი: კარგი, წამო ვივახშმოთ.

ლილი: ..არ მინდა, დღეს ძალიან დავიღალე, მინდა დავიძინო.

ჩარლი: კარგი. ღამე მშვიდობის.

გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე. მან კი თმები ამიჩეჩა შემდეგ კი ოთახიდან გავიდა.
მე ისევ ფიქრებში გადავეშვი, იმდენად ღრმად რომ საწოლში ჩაწოლაც დამავიწყდა..
შემდეგ კი გაუცნობიერებლად ჩამეძინა..

...

დილით ძალიან ბედნიერმა გავიღვიძე..
საათს დავხედე და შვიდის ნახევარი იყო..
გაღიმებული აბაზანაში შევედი და თავი მოვიწესრიგე. შემდეგ კი ჩემი უშველებელი ტანსაცმლის კარადის წინ დავდექი..
რადაც გასაოცარი არ უნდა იყოს დღეს ტანსაცმელი უცებ ავარჩიე..

ქვემოთ ჩავედი და დედას უგემრიელესი ფრანგული ტოსტები მივირთვი. შემდეგ დავემშვიდობე, მანქანის გასაღები ავიღე და უნივერსიტეტისკენ გავეშურე..

თითქმის დანიშნულების ადგილას ვიყავი, როდესაც ჩემი მანქანა გაჩერდა. აღარც წინ მიდიოდა და აღარც უკან. არ ვიცოდი რა მექნა.. ელენას მივწერე, მაგრამ ის უკვე თავის ლექციაზე იყო. მოსვლას ვერ შეძლებდა..
მანქანასაც ვერ დავტოვებ ასე..
ამიტომ ახლა ვდგავარ და ველოდები ვინმე კეთილს რომ დამეხმაროს..

..

15 წუთი გავიდა და არავინ დამხმარებია. რა ჭირს ამ ხალხს?!!

ჰარი: დახმარება გჭირდება?

უკან გავიხედე და მწვანეთვალება დავინახე, რომელიც ვიღაც გოგოსთან ერთად იყო მოსული და თითქოს და დამცინოდა?

ტკივილი Where stories live. Discover now