~16~

242 12 0
                                    

- ჩარლის თვალთახედვით -

ექთანის სიტყვების შემდეგ ძალიან გავბედნიერდი..

იმედი მომეცა, რომ ჩემს უსაყვარლეს ადამიანს კვლავ ვნახავდი, თუმცა..

დამეუფლა შიშიც.. შიში იმისა თუ ვის აირჩევდა ელენა.. ვისთან ერთად გადაწყვეტდა ცხოვრების გატარებას..

მისი სანახავად გავიქეცი. ნაილიც გამომყვა, უფრო სწორედ ექიმის სიტყვების შემდეგ ორივე ერთდროულად გამოვვარდით ლილის პალატიდან..

მე-4 სართულზე საოცარი სისწრაფით ავედით..

კარებთან მთავარი ექიმი იდგა, რომელმაც შეგვაჩერა..

მთ.ექიმი: მოიცადეთ! აქ შემოსვლა ყველას არ შეუძლია, ეს რეანიმაციაა ხალხო! ასე როგორ შეიძლება?!

უკნიდან ნაზი ხმა გავიგონე..

ექთანი: ექიმო სლივენ.. ეს გამომძიებელი ჩარლი ჰილია. ის იყო ერთხელ შესული. დამიჯერეთ სრული უფლება აქვს კიდევ მოინახულოს პაციენტი და გაერკვეს მის მდგომარეობაში..

ექიმი დამაკვირდა და ღრმად ჩაისუნთქა.

მთ.ექიმი: კარგით ბატონო ჰილ.. შეგიძლიათ შებრძანდეთ. ოღონდ ნახევარ საათზე დიდხანს არ გასტანოთ. ..ხომ გესმით მაინც სტერილურია..

ჩარლი: დიახ.. გასაგებია..

ნაილი: მოიცადეთ.. მეც მინდა მისი ნახვა.

გვერდით გავიხედე და ნაილის მუდარით აღსავსე თვალები დავინახე, რომელსაც ექიმის მიმართ ასხივებდა..

მთ.ექიმი: თქვენ ვინ ბრძანდებით? ექთანო, იცნობთ მას?

ექთანი: არა ექიმო სლივენ.. ამ პაციენტთან ამ ადამიანს პირველად ვხედავ..

თვალებით იატაკს მივაჩერდი..

არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად გულმა და გონებამ მიკარნახა, რომ ჩემს იქ ყოფნას ნაილის შესვლა ჯობდა..
თანაც ის სიტყვები გამახსენდა, რომელიც ელენას ვუთხარი.. - "თუ შენ ნაილთან ყოფნას გადაწყვეტ.. რამენაირად მანიშნე.. ხელი ოდნავ მაინც გაამოძრავე მაშინ, როდესაც ის შენს სანახავად შემოვა.."- ამიტომ..

ტკივილი Where stories live. Discover now