~22~

175 12 0
                                    

- ლილის თვალთახედვით -

ბოლოს კი, როდესაც სახლს მივუახლოვდი..

2 ნაცნობი ბოხი ხმა გავიგონე..

...

ჰარი: გითხარი ეგ შენ არ გეხება მეთქი!!

ჩარლი: მეც გარკვევით გითხარი, რომ ის ჩემი დაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ჩემი საქმეა!!

ვეღარ მოვითმინე, შიგნით შევვარდი და დავიყვირე..

ლილი: რა ხდება?!!

ორივემ შემომხედა..

ძალიან გავბრაზდი, რადგან დავიღალე მათი ჩხუბით და უაზრო პრობლემებით.

ჩარლი: უთხარი, რომ წავიდეს! მისი აქ ყოფნით აურა დამიბინძურდა!

ჰარი: ის შენი ცუგა არაა და იმას არ იტყვის, რაც არ უნდა!

ჩარლი: იტყვის!! იმიტომ, რ..

ლილი: გეყოფათ!!! არაფერსაც არ ვიტყვი!!

ჩარლი: ლილი!

ლილი: ჩარლი! გითხარი გაჩერდი მეთქი!

გაჩუმდა და სიარული დაიწყო..

ლილი: სულ რატომ ჩხუბობთ?!

ჩარლი: სანამ არ მოგვეშვება იქამდე ვიჩხუბებთ, ეს დაიმახსოვრე ლილი ჰილ!

ლილი: და მთელი ცხოვრება ჩხუბით არ დაიღლები?!

თვითონაც არ ვიცი ეს რატომ ვთქვი..

ჰარი სახე გაუბრწყინდა, აი ჩემი ძმა კი.. უარესად გაცეცხლდა..

ჩარლი: რა?!

ჰარი: ვერ გაიგე?!

ჩარლი: გვაცადე!!

იმხელაზე იღრიალა, რომ შევხტი..

ჯოზი: ბავშვებო, რატომ ყვირით?

უკან მივიხედე და დეიდა ჯოზი დავინახე.. არ ვიცი ახლა რასაც ის გაიგებს ჩვენთვის კარგი იქნება თუ არა..

ჩარლი: ლილი ვერ გავიგე! ანუ შენ.. ეს.. გიყვარს?!!

ჰარისკენ არც კი გაუხედავს, უბრალოდ ხელით მანიშნა, თან ყვიროდა, დეიდა ჯოზი საერთოდ ვერც კი დაინახა..

ტკივილი Where stories live. Discover now