~33~

176 15 6
                                    

|დროის გადახვევა|

- ლილის თვალთახედვით -

1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მე და ჰარი ერთად საცხოვრებლად გადავედით. ზუსტად ახალი წლის ღამეს, ჰარიმ მისი ოჯახის წევრები გამაცნო, ძალიან საყვარლები, თბილები და მოსიყვარულეები არიან..

ჩარლიმ და დეიზიმაც ურთიერთობა გააოფიციალურეს და ძალიან რომანტიულები გახდნენ. ჩემს ძმას საერთოდ ვეღარ ვცნობ..

დეიდა ჯოზი ისევ იტალიაში წავიდა, მაგრამ შეგვპირდა, რომ ახალ წელს ისევ ჩამოვა და ჩვენთან ერთად შეხვდება ამ ბრწყინვალე დღესასწაულს..

ელენა და ნაილი ისევ ისე არიან, არ ჩქარობენ და შეყვარებულობის პერიოდს ბოლომდე ირგებენ. მეისი რამდენიმე თვეა მის ქმართან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ რატომღაც ელენას მამისგან პასუხი არაა.

ვიცი კარგადაა, რადგან ინტერნეტის საშუალებით ამ დროში ყველაფრის გაგებაა შესაძლებელი.. აბსოლიტურად ყველაფრის.. რა თქმა უნდა, რომ მათ საქმეში არ ვერევი და "იდილიას" არ ვუნადგურებ..

მოკლედ.. ბოლო ერთ წელში ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ორი სასიხარულო რამ მოხდა..

• პირველი ის, რომ ჩარლი სამსახურში აღადგინეს. ოღონდ ცოტა მოულოდნელი ამბის შემდეგ..
რამდენიმე კვირის წინ გავიგეთ, რომ ნაილი და ელენა FBI-ს განყოფილებაში მისულან და უთქვამთ, რომ ელენა ჩარლის შეყვარებული იყო.. ის იყო ადამიანი
ვისთვისაც, ვის გადასარჩენადაც ჩარლი იტყუებოდა. ვისთვისაც ყველანაირ ზომას მიმართავდა რათა მისი სიყვარული ენახა.. ნაილი კი ვითომ ელენას ძმა გახლდათ.. ეს როლი იმდენად დამაჯერებლად მოირგეს, რომ ამ მცდელობამ მართლაც გაამართლა..
ჩემი ძამიკო იმ ნეტარებას დაუბრუნდა, რომელიც აკლდა..

ჩარლიმ ეს ამბავი რომ გაიგო ძალიან გაბრაზდა, რადგან.. დღემდე ყველანაირად ცდილობს ელენასგან შორს ყოფნას. იმის გამო არა, რომ შეიძლება მისდამი კვლავ ჰქონდეს გრძნობები, არა. უბრალოდ ის მოგონებები სტანჯავს, რომლებიც მისი დანახვისას უღვივდება..
ვფიქრობ.. მის მიმართ უკვე დიდი ხანია რაც ყველანაირი გრძნობა გაუქრა.. ან შეიძლება უბრალოდ სხვამ ჩაანაცვლა..

ჩალიკო მაშინ ძალიან გაჯიუტდა. სამსახურში მისვლას უკვე თავისი სურვილით არ აპირებდა. მაგრამ დიდხნიანი საუბრის შემდეგ როგორღაც შევძელი და დაბრუნებაზე დავითანხმე..

• მეორე ამბავი კი ისაა, რომ..
მე და ჰარი..
პატარა გოგონას ველოდებით!!
უკვე სახელიც კი მოფიქრებული გვაქვს - სოფიაზე შევთანხმდით.. ესაა ის სახელი, რომელზეც არ გვიკამათია, რადგან ორივეს ძალიან მოგვწონს..

უკვე 7 თვის ორსული ვარ და ცოტა არ იყოს დღითიდღე ვმძიმდები. დათვივით დავბაჯბაჯებ და სულ ვჭამ.. მწვანეთვალება საოცრად მივლის და ძალიან უხარია. მშობიარობამდე ჯერ ადრეა, მაგრამ ის მაინც დღეებს ითვლის. ყოველ ღამე ძილისწინ ზღაპრებს გვიკითხავს, გვეფერება და თავისუფალ დროს სულ გვიმღერის.. ყველა სურვილს გვისრულებს..
ორივეს ერთი სული გვაქვს როდის ავიყვანთ ჩვენს პატარა გოგონას ხელში..

რაც შეეხება ჩარლის რეაქციას..
თავიდან თქმის მეშინოდა, რამდენიმე დღე გაუჩერებლად ვფიქრობდი თუ როგორ უნდა მეთქვა მისთვის პატარას შესახებ ისე, რომ არ გაბრაზებულიყო..

მაგრამ მისმა სილაღემ და უფიცხოობამ გამაბედინა და ყველაფერი პირდაპირ მათქმევინა..
თავიდან ვერ დაიჯერა რომ სულ მალე ბიძა გახდებოდა, მაგრამ როდესაც ექოს ფოტო ვაჩვენე, სადაც ჩემი პატარა მართლაც რომ ფეტვის მარცვლის ხელა იყო.. მაშინ მართლა გაუხარდა, მომვარდა და მუცლის დაკოცნა დამიწყო, მაგრამ ძველმა ჩარლიმ მაინც გაიღვიძა..
პატარასთან დაიხარა და ჩასჩურჩულა:
"პატარა ბაჭიავ უკვე მიყვარხარ.. მაგრამ უფრო მეყვარები თუ მამაშენს მხოლოდ გარეგნობით დაემსგავსები და დედაშენისგან განსხვავებით შენ მაინც დამიჯერებ.."

რამდენი დრო გავიდა..
რამდენი თვე და კვირა, მაგრამ მას და ჰარის ურთიერთობა მაინც არ დაულაგდათ..

მარტო მათ არა..
თითქოს ჰარის მეგობრები ჩემდამი ცოტა შეიცვალნენ, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მაინც არ მოსწონთ ჩემში.. ამას განსაკუთრებით ზეინისგან ვგრძნობ..

იმედია ოდესმე თავად მაინც გაერკვევიან ასეთი დამოკიდებულების მიზეზში..

იმედია ოდესმე მაინც შემიყვარებენ..

ტკივილი Where stories live. Discover now