~20~

173 13 0
                                    

- ლილის თვალთახედვით -

~|თვითმფრინავი დაჯდა..|~

ლილი: ჩარლი! მანქანა გააჩერე!

ჩარლი: რა გჭირს? ცუდად ხარ?

ლილი: გააჩერე მალე!

მგზავრობას ბავშვობიდან ვერ ვიტან ამიტომ ღებინება დამეწყო.. მანქანიდან გადმოვხტი და ხესთან გავიქეცი..

დაახლოებით 8 წუთში მანქანაში დავბრუნდი..

როგორც კი ჩავჯექი და კარი მივხურე ჩარლიმ ყვირილი დაიწყო..

ჩარლი: ლილი ჰილ!!!

ლილი: რა გაღრიალებს?!

ჩარლი: ეს რა არის?!

ჩემი ტელეფონი მაჩვენა..

ლილი: რა?!

ჩარლი: ვინ მოგწერა?!

შეტყობინება იყო, თანაც ჰარისგან..

ლილი: .. ჰ.. ჰარიმ..

ჩარლი: რა მოგწერა?!!

ლილი: ..

შეტყობინებაში შემდეგი სიტყვები ეწერა: "პატარავ, სად ხარ?"

ჩარლი: როგორ მოგმართა?!!

ლილი: ..

გაცეცხლებული მიყურებდა, მე კი თვალს ვარიდებდი, მანქანის წინა მინას მივჩერებოდი და ვფიქრობდი რა მექნა, მისგან თავი ისე როგორ დამეღწია, რომ ეს ყველაფერი ჩარლის მშვიდად გადაეხარშა და არც მე და არც ჰარი ცუდ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავით..

ჩარლი: შემომხედე როცა გელაპარაკები!!

იმხელას ღრიალებდა, რომ ცრემლები ვეღარ შევიკავე..

ჩარლი: ლილი!!!

აღარ მეშვებოდა ამიტომ შევხედე..

ჩარლი: ახლავე ჩემს თვალწინ მაგ ნაბიჭვარს დაურეკავ და ეტყვი, რომ მისი "პატარა" კი არა მისი საერთოდ არავინ არ ხარ!

ლილი: არა! არავისაც არ დავურეკავ!

ჩარლი: კარგით მის ჰილ, მე თვითონ ვიზამ ამ ყველაფერს!!

ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და მანქანიდან გადავიდა, მეც ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ კარები მიმიხურა და მანქანაში ჩამკეტა.

ტკივილი Where stories live. Discover now