~6~

226 14 0
                                    

- ლილის თვალთახედვით -

მთელი საღამო ჩემს ჩალიკოს ველოდებოდი, რათა შევრიგებოდი..

1 საათი ველოდე..

2 საათი..

3 საათი..

მაგრამ ის არა არ მოდიოდა.. ამიტომ დავიძინე.

...

ახლა დილის 6 საათია და მინდა მის ოთახში შევიდე და ჩავეხუტო, ზუსტად ისე როგორც 5-6 წლის ასაკში ვეხუტებოდი და ვურიგდებოდი ხოლმე..
ნუ რა ვქნა არ შემიძლია, ჩემს ჩალიკოს დიდხანს ვერ ვებუტები.. დარწმუნებული ვარ ისიც ჩემს დღეშია..

პიჟამოებით მის ოთახთან მივტანტალდი და კარი ნაზად გავაღე..

ჩარლი საწოლის მარცხენა მხარეს იწვა და ერთი ფეხი გარეთ გამოეყო. მივედი, გვერდით მივუწექი და თან ჩავეხუტე..

აჰჰ.. ძალიან თბილია..
ვიგრძენი როგორ შეიშმუშნა, შემდეგ კი ჩაიცინა..

ჩარლი: არასდროს იცვლები ჩემო დაიკო..

ლილი: არც შენ ჩალიკო..

ამ დროს ორივეს გაგვეცინა..

შემდეგ კი ჩარლიმ ისე ძლიერად მომხვია ხელები ისე, რომ ვეღარ ვსუნთქავდი.

ლილი: ჩარლი!! ვეღარ ვსუნთქავ!

ჩარლი: უფრო შემოძვერი პატარა ქალბატონო, გაყინული ხარ.

ლილი: ჩაიწიე და კი ბატონო.. აქ დავეტევი შენი აზრით?

ჩარლი: შენც იმხელა ხარ რო..

ჩაიფხუკუნა..

ლილი: მართლა! ჩაიწიე.

ჩარლი: აჰა მოდი.

მის საწოლში შევძვერი. სიცივიდან სითბოში გადასვლისას დამაჟრიალა.

ჩარლი: კარგია რომ შევრიგდით, მარა ახლა მითხარი რომელი საათია არ მინდა სამსახურში დავაგვიანო.

ლილი: ... შვიდის ათი წუთია..

ვიცი რომ გაბრაზდება ასე ადრე, რომ გავაღვიძე..

ჩარლი: აჰა.. მოიცა შვიდის?!!

ლილი: ხ..ხო..

ჩარლი: ლილი ჰილ!! აქედან გამასწარი!!!

ტკივილი Where stories live. Discover now