~7~

227 16 3
                                    

- ელენას თვალთახედვით -

ლილიმ თავის სახლში წასვლაზე მაინც დამითანხმა..
როდესაც მასთან მივედით უსაყვარლესი ადამიანი დავინახეთ.. დეიდა ჯოზი.. ლილის და ჩარლის დეიდა.. ძალიან კარგი ქალია. შეიძლება ითქვას, რომ მე, ლილი და ჩარლი მასთან გავიზარდეთ. ჩვენი ყოველთვის ესმოდა.. მთელ დღეებს მასთან ერთად ვატარებდით, თუმცა.. ერთ დღეს იტალიაში წავიდა, ამიტომ მის ისე ხშირად ნახვას ვეღარ ვახერხებდით. წელიწადში ყველაზე ბევრი ორჯერ თუ ჩამოვიდოდა ხოლმე. ზოგჯერ ორ წელიწადშიც კი..

...

სადილობისას ისაუბრეს, ბავშვობის ისტორიები გაიხსენეს, იმხიარულეს, იცინეს, მაგრამ მე.. მე ვერ ვიცინოდი.. ვერ ვიცინოდი რადგან საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ მაქვს..

ვმალავ.. სიმართლეს ვმალავ.. ლილის ვუმალავ.. ჩემს ერთადერთ მეგობარს.. ჩემს მესაიდუმლეს.. დას.. ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს სიმართლეს ვერ ვეუბნები..

მაგრამ.. ელენა ჯერალდ! მას ამ ამბავს ახლა თუ არ ეტყვი მერე გული უფრო უარესად ეტკინება.

...

როდესაც დეიდა ჯოზი წავიდა, მე და ლი ენის სუფრის ალაგებაში დავეხმარეთ.
მთელი ამ დროის განმავლობაში თქმის ტაქტიკაზე ვფიქრობდი. ბოლოს.. გადავწყვიტე, რომ მათ ყველაფერი უბრალოდ.. პირდაპირ ვუთხრა..

ელენა: .. რაღაც უნდა გითხრათ.

...
ყველამ მე შემომხედა..

ენი: გისმენთ, ძვირფასო.

თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე.. გამბედაობა მოვიკრიბე.

ლილი: ელ..

თვალები გავახილე და ლილის შევხედე. ანერვიულებული მომჩერებოდა.. ამ დროს კი მე.. უარესად გავხდი..

ლილი: რამე მოხდა? რაღაცაზე ნერვიულობ..

ხმა ვერ ამოვიღე..
თითქოს იოგები ჩამიწყდა..

ჯექსონი: ელენა?

ელენა: ..ლი.. ენ.. ჯექსონ.. ჩარლი..

ტკივილი Where stories live. Discover now