~21~

166 12 0
                                    

- ლილის თვალთახედვით -

თვალების გახელისთანავე ჩარლი დავინახე, გვერდით მეწვა და მშვიდად ეძინა. ნეტა როგორ მოახერხა, რომ არ გამაღვიძა და ხმაურით არ შემოვარდა ღამე.. ჩუმად საწოლზე დაწოლაზე ხომ საერთოდ აღარ ვსაუბრობ..

ნელა ავდექი და ხალათი მოვიცვი. უცებ ნახევრად მძინარე ჩარლის ზუზუნი გავიგე. ნაბიჯების ჩუმად გადადგმა გავაგრძელე, მაგრამ..

ჩარლი: სად მიდიხარ?

ბალიშიდან თავი არ აუწევია, თვალებიც არ გაუხელია ისე მითხრა. ვიფიქრე ძილში ბოდავდა..

არაფერი მითქვამს, უბრალოდ სვლა განვაგრძე..

ჩარლიმ ამჯერად ფეხი ააქნია, თავი ჩემკენ გადმოატრიალა და თვალები გაახილა..

ჩარლი: ლილი..

ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ეღვიძა. ამიტომ გავჩერდი და შევხედე..

ჩარლი: საით?

ლილი: ქვემოთ ჩავდივარ.

ჩარლი: დამელოდე, უჩემოდ არ წახვიდე.

ლილი: რატომ? ქვემოთ ვინმე მელოდება და უშენოდ შემჭამს?

ჩარლი: ხო.

თვალები ავატრიალე და კარი გავაღე..

ჩარლი: ლილი მეთქი!

ლილი: კარგი! გელოდები!

ხელები გადავაჯვარედინე და კარებს მივეყრდენი..

ჩარლი: ტანსაცმელი მომაწოდე დაიკო.

ლილი: თვითონ ვერ ინძრევი, არა?

ბუზღუნით ტანსაცმელი მივაწოდე.

ლილი: ხო მართლა, აქ რატომ დაიძინე, შენი ოთახი გაქრა?

ჩარლი: არა დაიკო, უბრალოდ ჩემს ოთახში, რომ დამეძინა მერე საწოლი ასალაგებელი მექნებოდა, ახლა კი შენ ოთახში ვარ და ეს შენი საწოლია, რომელსაც თვითონ აალაგებ.

ლილი: რა?

გამეკრიჭა და შარვალი ამოიცვა..

ლილი: არა! შენ შენს მხარეს აალაგებ და მე ჩემსას!

ჩარლი: ეს მთლიანად შენი საწოლია, დაიკო..

ტკივილი Where stories live. Discover now