~29~

161 13 2
                                    

- ლილის თვალთახედვით -

დღეები ძალიან სწრაფად გადიოდა..

სახლში მხოლოდ მე, ჰარი და ჯოზი ვიყავით.

ჰარის აქ ყოფნით თავს მართლაც დაცულად ვგრძნობდი. ჯორდანის გამოჩენის საერთოდ არ მეშინოდა, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით იყო ადამიანი, რომელიც ჩემს დასაცავად ყველაფერს გააკეთებდა..

...

დღეს ჩემი დაბადების დღეა და დიდად ბედნიერი არ ვარ, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩარლი მზის ამოსვლისას ჩემს ოთახში არ შემორბის და ტორტით ხელში, მისი უსმენო ხმით დაბადების დღის სიმღერას არ მიმღერის..

საწოლზე მოწყენილი წამოვჯექი და ოთახში მიმოვიხედე..

ჰარი არ იყო.. ალბათ, ქვემოთ ჩავიდა.

ტელეფონი ავიღე და შეტყობინებების ველში შევედი.. ვიფიქრე, ჩარლი აქ მაინც მომწერდა, მაგრამ.. შევცდი..

სევდიანი აბაზანაში შევედი და თავი მოვიწესრიგე..

დაახლოებით 20 წუთში კი ჩემს უშველებელ კარადასთან გადავინაცვლე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. არჩევანი კაბაზე შევაჩერე..

მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და თმები კოსად ავიწიე..

გადავწყვიტე ჩემი დღისთვის განწყობა პირველ რიგში მე თვითონ შემექმნა.

ჩემი საყვარელი სუნამო მივიბკურე და ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ..

კართან რაღაც დამხვდა..

ვარდისფრად შეფუთული ყუთი, რომელსაც ზედ წერილი ეკრო..

"დაბადების დღეს გილოცავ"

გახსნა არ მინდოდა, რადგან ეს კალიგრაფია ჩემს ჰარის არ ეკუთვნოდა. მივხვდი ვისგანაც იქნებოდა ამიტომ პირდაპირ ნაგავში გადასაგდებად ქვემოთ ჩავედი..

... : დაბადების დღეს გილოცავთ ლილი!!

სიხარულისგან კინაღამ ტირილი დავიწყე. ყველა მისაღებში დამხვდა..
ენი, ჯექსონი, ელენა, ჯოზი, ნაილი, ელის დედა და პატარა ლისებიც კი..

ტკივილი Where stories live. Discover now