~32~

161 12 2
                                    

- ლილის თვალთახედვით -

თვალების გახელისთანავე უკაშკაშესი მზე დავინახე, რომელიც ოთახს საოცრად ათბობდა და ალამაზებდა..

რა უცნაურია არა? ახალ წლამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და მაინც როგორ თბილა..

ნასიამოვნები წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე.

თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვგრძნობ რომ რაღაც მაკლია..

ფიქრი დავიწყე..
უცებ ჩემი ტელეფონი განათდა. დავხედე და მწვანეთვალებას შეტყობინება გავხსენი..

💬 ჰარი: დღეს თუ დრო გაქვს ერთად ვივახშმოთ.. მიყვარხარ, მშვენიერო.

💬 ლილი: სიამოვნებით მწვანეთვალებავ.. მეც მიყვარხარ.

გამეღიმა..

ბედნიერს შარვლიდან ბეჭდის ამოღება და თავის ადგილზე დაბრუნება მინდოდა..

ჯიბე კარგად მოვათვალიერე, მაგრამ მას ვერსად ვპოულობდი!?!

ლილი: სად არის?!?

საშინლად ავნერვიულდი..
ოთახში სიარული და თვალიერება დავიწყე..

ლილი: იქნებ სადღაც ამომივარდა?! მაგრამ არა ზუსტად მახსოვს გუშინ სანამ აქ შემოვიდოდი ჯიბეში ჩავიდე..

ჯერ ჩარლის ოთახს ვურტყი წრეები, შემდეგ ნელა გავუყევი მისი ოთახიდან ქვემოთ მიმავალ გზას..

კიბეები გაბიარე და სამზარეულოში შევედი..

იქნებ აქ დამივარდა..

ჩარლი: ლილი..

გული კინაღამ გამისკდა, როდესაც ჩარლის ხმა გავიგონე. მან.. ჯერ არაფერი უნდა გაიგოს, რადგან ძალიან გაბრაზდება..

ლილი: ჩარლი? ა..აქ ხარ?

ჩარლი: რამეს ეძებ?

მკაცრი ტონით მესაუბრებოდა და თვალებში მიყურებდა..

ლილი: ა.. დედა სად არის? ან მამა?

ჩარლი: ჯექსონი სამსახურში წავიდა და დედა მოლში. ..მოდი ისაუზმე.

ტკივილი Where stories live. Discover now