~13~

181 13 1
                                    

- ჩარლის თვალთახედვით -

თვითმფრინავიდან ვიყურებოდი და ელენაზე ვფიქრობდი..

ნეტავ სიმართლე მეთქვა..

ნეტავ არ დამეგვიანა..

ის ხომ ახლა ჩემი იქნებოდა და არა მისი!

გაბრაზებულმა ნაილს გავხედე.

დავინახე თუ როგორ ედო ჩემს დას თავი მის მხარზე..

უარესად გავმწარდი..

რატომ დაადო თავი?!

მე ვერ დამადებდა?!

მაგრამ აბა როგორ, ის ხომ მის გვერდით დავსვი.

საერთოდ მასაც მე რატომ ვუყიდე ბილეთი?! რატომ მგზავრობს მაინც და მაინც ახლა?! ჰაჰ.. ლილის და ელენას სიყვარული, რომ არ მაკავებდეს ალბათ აქვე, ახლავე მოვისვრიდი თვითმფრინავიდან! ღრმად ჩავისუნთქე და ისევ ფანჯარაში გავიხედე..

ვიგრძენი, როგორ ვეშვებოდით ძირს..

როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, სწრაფად ავდექი და ლილისთან მივედი. დავინახე როგორ ცდილობდა ნაილი მის გაღვიძებას, ფრთხილად და ჩუმად ეძახდა, ამას ჰგონია, რომ ჩემს ალქაჯს ასე ჩურჩულით გააღვიძებს?

ჩარლი: მასე ვერ გააღვიძებ!

ნაილი: აბა როგორ?

ჩარლი: ლილი!!

ჩემი დაიკო შეხტა..
მისი შეშინება არ მინდოდა, მაგრამ რა მექნა ფასუნით ყველაზე ცოტა 15 წუთი მაინც მოვუნდებოდი..

ლილი: რა გაყვირებს?!!

ჩარლი: სწრაფად ადექი! ჩამოვედით!

ნაილი: ვცდილობდი ჩუმად გამეღვიძებინე, მაგრამ..

ლილი: ჩარლიმ არ დაგაცადა.

ნაილი: .. ხო..

სიცილი აუტყდათ..

ჩარლი: ადექი და ჩემს გვერდით იარე!

შემომხედა და თვალით ისევ რაღაც მანიშნა.. არ მაინტერესებს მინდა, რომ ჩემი და ჩემთან ერთად, ჩემს გვერდით წამოვიდეს!

ტკივილი Where stories live. Discover now