~34~

409 18 28
                                    

- ლილის თვალთახედვით -

...🕊️🕊️🕊️...

მე მოვკვდი..

მე 25 ნოემბერს გარდავიცვალე..

2016 წელს, 00:45 წუთზე..

რეანიმაციის ცივ ოთახში..

..ყველაფერი ასე დაიწყო..

ჩვეულებრივი დღე იყო, ყველაფერი გასული დღეების მსგავსად ხდებოდა..
დილა ისევ ჩემს სიყვარულთან ჩახუტებით დავიწყე..
სამზარეულოში იყო და საუზმეს გვიმზადებდა..

ლილი: ჰარი!!!

ჰარი: ჩემს პატარებს გაუღვიძიათ.

ლილი: მშია..

ჰარი: საუზმე უკვე მზადაა. სალათი და წვენი მაგიდაზეა პატარავ.

ლილი: ..მე ვაფლები მინდა, ჰარი..

ჰარი: ჯანსაღად რომ უნდა ვიკვებოთ, ლი.. დაგავიწყდა? განსაკუთრებით მანამდე სანამ პატარა ფერია არ დაიბადება..

მუცელთან დაიხარა და მომეფერა..

ლილი: კარგი, შევჭამ..

მწვანეთვალებას ვაკოცე და სასაუზმოდ მაგიდასთან გადავინაცვლე..

ლილი: მწვანეთვალებავ, შენი ჰუდი მინდა.

ჰარი: რომელი?

არ ცოდნის ნიშნად მხრები ავიჩეჩე..

ჰარი: კარგი, რომელიც გინდა აიღე. ახლა უნდა წავიდე.

ლილი: წახვიდე? სად?

ჰარი: დედაჩემმა მასთან მისვლა მთხოვა. რაღაცნაირად თავს კარგად ვერ ვგრძნობო. გინდა შენც წამოხვიდე?

ლილი ა.. არა, სახლში დარჩენა მირჩევნია. გაციებული რომ იყოს არ მინდა ჩვენს პატარას გადაედოს.

ჰარი: კარგი.

ლილი: მაგრამ გთხოვ გადაეცი, რომ მომენატრა და მიყვარს..

ჰარი: კარგი პატარავ. დაგირეკავ, გინდა რამე წამოგიღო?

ლილი: ჯერჯერობით არა.. თუ რამე მომინდება დაგირეკავ. მიყვარხარ.

ტკივილი Where stories live. Discover now