~14~

182 12 0
                                    

- ლილის თვალთახედვით -

დილით საშინელმა სიცივემ გამაღვიძა..

საათს დავხედე, შვიდი ხდებოდა.

ცა ძალიან ანათებდა. მოღრუბლული იყო, თითქოს ღრუბლები ტირილს ცდილობდნენ და არ გამოსდიოდათ..

ძაგძაგით ავდექი და აბაზანაში შევედი..

ნეტა თბილი ტანსაცმელი წამომეღო, როგორ ძალიან ცივა.. არადა ჯერ ზამთრამდე შორია..

ჩემს ძმასთან უნდა გავიდე, მცივა და იქნება რამე ჰქონდეს თბილი.

პლედში გავეხვიე და ოთახიდან გავედი..

ჩარლის კარზე 20 წუთის განმავლობაში ვუკაკუნებდი, მაგრამ
არ აღებდა.

კედელს მივეყუდე და დაბნეულივით თვალების ცეცება დავიწყე..

ჩემი და ჩარლის ოთახის გარდა კიდევ ორი ოთახი დავინახე, ერთში ნაილი უნდა იყოს, მეორეში არ ვიცი, დედა და მამა მაღლა არიან.

..სხვა გზა არ მაქვს ჩარლი! მაპატიე!

ნაილის ოთახისკენ წავედი, სამჯერ დავაკაკუნე თუ არა მაშინვე კარები გაიღო და წელს ზემოთ შიშველი ნაილი ოთახიდან გამოვიდა..

ის.. როგორი.. ს..

ნაილი: ლი? ასე ადრე გღვიძავს?

ლილი: ნაილ ძალიან მცივა, გთხოვ თუ რამე გაქვს თბილი მათხოვე, გავიყინე..

ნაილი: კარგი, კარგი მოდი.

მის ოთახში შევედი და საწოლზე დავჯექი, ფეხები კი მის გადასაფარებელში შევაწყე..

ნაილი კარადასთან მივიდა და ხელში უდიდესი შავი ჰუდით დაბრუნდა.

ნაილი: აი აიღე..

ჰუდი გამომიწოდა, ხელის დადებისთანავე მივხვდი, რომ ძალიან თბილი იყო, ზუსტად ისეთი როგორიც ახლა მჭირდებოდა..

ლილი: ნაილ, დიდი მადლობა.

ნაილი: არაფრის. ისე.. ხო არ გაცივდი, რატო გცივა?

ლილი: ა არა, უბრალოდ სიცივეს ვერ ვუძლებ..

გავუღიმე და გამოსვლა დავაპირე, კარიც ოდნავ გავაღე, მაგრამ უცბად მივხურე..

ტკივილი Where stories live. Discover now