▪️▪️▪️

158 11 2
                                    

- Author -

იმ ღამეს, როდესაც ჯორდანს ლილის გაუპატიურება ჰქონდა ჩაფიქრებული გეგმა ჩაეშალა, რადგან მის ოთახში ჰარი დაინახა.. ერთმანეთზე ჩახუტებულებს მშვიდად ეძინათ. რა თქმა უნდა ამაზე საშინლად გაბრაზდა და ჰარიზე შურისძიების წყურვილი უფრო გაუღვივდა..

ფიქრობდა.. მეგობრებს რჩევას სთხოვდა. მისი მოშორების გეგმას ადგენდა.. და მოიფიქრა კიდეც თუ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი, უბრალოდ მას მხოლოდ შესაფერისი დროისთვის ლოდინიღა ჰქონდა დარჩენილი..

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ იყო ასე უმოქმედოდ ჩარლი. რატომ არ ეხმარებოდა ლილის ჯორდანის მოშორებაში.

მარტივი პასუხი.. იმიტომ, რომ ჯორდანი ჩარლის უფროსის შვილი იყო. ზუსტად იმ ქალის ვისი დამსახურებითაც გახდა ჩარლი ჰილი FBI - ის უფროსი გამომძიებელი.. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჯორდანის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. არა რა თქმა უნდა..

მისნაირის მხარეს ხომ არც ერთი ოჯახის წევრი და მით უმეტეს ძმა არ იქნება. ვინ დაუშვებს, რომ დის ნერვების შემწირავი ადამიანი მიიღოს. ეს ხომ არასდროს მოხდება.

ჩარლი ხვდებოდა, განა ვერ ხვდებოდა, რომ ლილის მისი დახმარება სჭირდებოდა. ზომების მიღებასაც აპირებდა, მაგრამ მწვანეთვალება გამოჩნდა.. სწორედაც რომ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმის თუ რატომაც ეზიზღება ჰარი.

ფიქრობთ, რომ ჩარლიმ საბუთები უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ ჰარისგან დაეცვა მის და? კი, ესეც იყო, მაგრამ მის ამ ნაბიჯს მეორე მიზეზიც ჰქონდა. მან უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა სწორედ იმიტომ, რომ ლექტორებს, სემინარის ხელმძღვანელებს, უბრალო პერსონალსაც კი ჯორდანი ეკონტროლებინათ, ზედმეტი რომ არ მოსვლოდა და ძალიან არ შეეტოპა..

რაც შეეხება ელენას მამას - სად იყო ან რატომ არ კითხულობდა თავის ოჯახს..

ის უბრალოდ მოღალატე კაცია, რომელიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს..

მხოლოდ იმაზე დარდობს, რომ მისმა კახპებმა მათ ურთიერთობაზე რამე არ  უთხრან ელის და დედამისს..

ამიტომ ფიქრობს, რომ თუ ისინი ახლოს ეყოლება ამისგან მეტად დაზღვეული იქნება და "ოჯახური იდილია" დიდხანს შერჩება..

მან მხოლოდ ის იცოდა, რომ მისი ცოლი-შვილი რამდენიმე დღეში ჩააკითხავდა, ამიტომ მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმ უბედურ შემთხვევაზე, რომელიც ელენას და დედამისს გადახდათ.. ერთადერთი ისღა ჰქონდა დარჩენილი, რომ მათ მთელი კვირის განმავლობაში დალოდებოდა და უღირსი ქმედებების ჩადენისგან ცოტა ხნით მაინც შეეკავა თავი..

ტკივილი Where stories live. Discover now