~9~

238 15 1
                                    

- ლილის თვალთახედვით -

მანქანაში ჩავხტი და სუპერმარკეტისკენ გავეშურე..

...

შიგნით შევედი და სასმელებს ძებნა დავუწყე.. შემოვიარე ერთი განყოფილება, მერე მეორე, მესამე და ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე. სასმელების თვალიერებაში თვალი მწვანეთვალებას მოვკარი..

არ მესმის როგორ შეიძლება, რომ სადაც მე ვარ ისიც იქ იყოს..

თავისდა უნებურად გამეღიმა..
თვითონაც შემომხედა. მის მწვანე თვალებში ფორიაქი ამოვიკითხე..

რატომღაც მეგონა, რომ ახლოს მოვიდოდა, თითქოს ვგრძნობდი კიდეც, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა, მხოლოდ მომჩერებოდა..

ვიფიქრე იქნებ მე თვითონ მივსულიყავი მასთან, რამდენჯერაც დამინახავს ხოლმე მწვანეთვალება სულ გამოლაპარაკებას ცდილობს.. ამიტომ მგონი ცუდი აზრაა ამჯერად ინიციატივის ჩემგან გამოჩენა..

სამი ნაბიჯი ღიმილით გადავდგი, მაგრამ.. შემდეგ ადგილზე გავიყინე..
ღიმილი სახეზე შემახმა, როდესაც
ისევ ის გოგო დავინახე. მეხუმრებით? რამდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი, თუმცა მალევე გავიაზრე ჩემი ასე დგომის მიზეზი და იქაურობას გამოვეცალე, სასმელებს ხელი დავტაცე და სალაროსთან მივედი.. შემდეგ კი სასწრაფოდ მანქანაში ჩავჯექი და ელის სახლისკენ გავეშურე..

ვეღარ გავიგე რა ხდება..?
მწვანეთვალება რის გაკეთებას ცდილობს..?
თუ დაკავებულია მაშინ საერთოდ რატომ გამოდის ჩემთან კონტაქტზე..?

იქნებ სერ სთაილსი რამდენიმე კურდღლის დაჭერას ერთად ცდილობს.. მაგრამ არა! თუ მასეა არაფერი გამოუვა! არავის მივცემ ჩემი გამოყენების უფლებას!

იქნებ.. ჩარლი მართალია.. იქნებ მას მართლა არ უნდა ვენდო..

___

ელის სახლში ზუსტად 10 წუთში მივედი..

ელენა: მოდი.

ტკივილი Where stories live. Discover now