~12~

209 12 1
                                    

- ლილის თვალთახედვით -

ჩარლიმ მანქანა ჩვენ სახლთან გააჩერა..

ლილი: რას აკეთებ?

შემომხედა..

ლილი: ელენასთან არ მივდივართ?

ჩარლი: კი. უბრალოდ ჯერ სახლში შევიდეთ, დედა და მამა გავაფრთხილოთ და ხვალ დილითვე გავფრინდეთ.

ლილი: ხვალ?!

ჩარლი: ხო ხვალ.

ლილი: არა! ხვალ არა! ახლავე უნდა წავიდეთ ჩარლი! ელენასთან უნდა წავიდეთ! ხომ იცი საავადმყოფოების როგორ ეშინია! ვჭირდებით ჩარლი!

ისევ ისტერიკულად ტირილი დავიწყე..

ჩარლი: ლი, მეც ძალიან მინდა მასთან.. უბრალოდ ახლა ვერ წავალთ.

ლილი: რატომ ჩარლი რატომ?! რა გვიშლის ხელს!?

ჩარლი: ჯერ ერთი ბილეთები არ აგვიღია, მერე მეორეც დედამ და მამამ ჯერ არაფერი იციან და მესამეც ელენამ ასე რომ დაგვინახოს ხო იცი რასაც გვიზამს?

ლილი: კი მაგრამ მანქანით, რომ წავიდეთ?!

ჩარლი: ლილი! მანქანით კემბრიჯიდან ლოს ანჯელესში რანაირად ჩავალთ??

ლილი: და შენ არ შეგიძლია, რომ ბილეთები დღეს მოითხოვო?

ჩარლი: ლი, აბა ცოტა დაფიქრდი! შენ რა გგონია, რომ რახამ უფროსი ვარ ყველაფრის უფლება მაქვს? თანაც სამსახურს გარეთ?! და დღეს რომც მოვითხოვო იმხელა თვითმფრინავი 2 ადამიანისთვის არსად არ წავა!

ლილი: კარგი ჩარლი ყველაფერი გასაგებია!

ხელები გადავაჯვარედინე და მანქანის წინა შუშას მივაჩერდი.

ჩარლი: ..რა ლილი.. შენ რა გგონია რომ.. გატყუებ?

ლილი: არა ჩარლი! მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად გამოგდის მაშინ როცა რაღაცის გაკეთებას მთელი გულით ეცდები!

ზედ არ ვუყურებდი, მაგრამ მაინც შევამჩნიე მისი გაოგნებული თვალები..

ტკივილი Where stories live. Discover now