~15~

181 13 1
                                    

- ჰარის თვალთახედვით -

როდესაც ლილიმ შეტყობინება გამომიგზავნა გადავწყვიტე მათთან ჩავსულიყავი. არ მინდა მართლა ეგონოს, რომ ელენას მდგომარეობა ჩემი ბრალია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლილის და ნაილს ჩემი უდანაშაულობა დავაჯერო, ხოლო როდესაც ლოს ანჯელესიდან ჩამოვალ იმ ნაბიჭვარ ჯორდანს არ ვაცოცხლებ! ყოველ მის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას სანანებელს გავუხდი!!

___

როდესაც ლოს ანჯელესში ჩავედი არ ვიცოდი ლილი და მისი ოჯახი რომელ სასტუმროში იყვნენ ამიტომ გადავწყვიტე პირველივე შემხვედრში დავბინავებულიყავი, დამესვენა და მეორე დღეს მშვიდად გამერკვია მათი ადგილსამყოფელი, მაგრამ.. ჩემს ოთახამდეც არ ვიყავი მისული, როცა ის დავინახე რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.. ლილის ამ სასტუმროში გადავეყარე.. მართალია ჩვენი შეხვედრა "ავარიით" დაიწყო, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო.. მისი ნახვა ძალიან გამიხარდა, მასაც შევატყე თუ როგორ გაუბრწყინდა ის ულამაზესი ფირუზისფერი თვალები, აუკაშკაშდა, აუციმციმდა.. მინდოდა მეთქვა თუ როგორ მესიამოვნა მისი დანახვა, როდესაც.. ოთახიდან "შიშველმა" ნაილმა თავი გამოყო და ლილის გამოსძახა..

ამ დროს ვერ ავღწერ რა დამემართა.. საშინლად გავბრაზდი.. გავცეცხლდი..

ნაილი სიტუაციაში მარკვევდა, როდესაც ლილის ძმა გამოჩნდა..

ჩემს დანახვისთანავე ისეთი სახე მიიღო თითქოს მისთვის რაღაც მომეპარა ან ვინმე მომეკლა. საკმაოდ უხეშად დაიწყო საუბარი. ისედაც გაბრაზებულზე მისი აგრესიის მოსმენა უარესად მხდიდა. შეიძლება დამევიწყებინა კიდეც, რომ ლილის ძმა იყო და..

უფროსივით დამიწყო საუბარი, გამაღიზიანა და თავი ვეღარ შევიკავე.. დავარტყი და ერთმანეთს საკმაოდ ძლიერად რტყმა დავუწყეთ.. ნაილი ჩემს შეჩერებას ცდილობდა, ლილი კი მისი ძმისას.. ყურადღებას არაფერს ვაქცევდი საერთოდ არაფერს.. მთელი ჩემი ბრაზი ჩხუბით გამომქონდა.. მაგრამ..

ტკივილი Where stories live. Discover now