~17~

180 12 2
                                    

- ლილის თვალთახედვით -

როდესაც ჩარლი და ნაილი ჩემი პალატიდან გაიქცნენ, მეც ვცადე ადგომა და გასვლა, მაგრამ ექთანმა დამაკავა..

ექთანი: ლილი არ ადგე, წვეთოვანი გიკეთია..

ლილი: ელისთან უნდა ავიდე, გთხოვთ გამიშვით!!

ტირილი დავიწყე..

ჩემს მეგობართან ძალიან მინდოდა..

ჰარი: გთხოვ, ნუ ტირი..

ჰარი ჩემს გვერდით, სკამზე ჩამოჯდა და თავისი ხელი ჩემსას შეახო..

მეც ინსტიქტურად ხელი ჩავკიდე..

ლილი: დედა, მამა გთხოვთ უთხარით, რომ მისი ნახვის უფლება მომცენ..

ექთანი: ლილი, დაახლოებით 30 წუთში წვეთოვანს მოგხსნით და გაგიშვებთ, შემდეგ კი თუ ექიმი მოგცემთ უფლებას პაციენტ ელენასაც ნახავთ..

ტირილს უფრო მოვუმატე, მინდოდა ვინმეს ჩავხუტებოდი ამიტომ ვისკენაც გულმა მიკარნახა და ვინც ყველაზე ახლოს იყო ჩემთან იმას ჩავეხუტე.. ჰარის..

ვგრძნობდი თუ როგორ ნაზად მეფერებოდა თავზე.. მისი გულის ცემასაც ვგრძნობდი.. საშინლად სწრაფად უცემდა. შემეშინდა ამიტომ მას ავხედე.

ლილი: კარგად ხარ?

ჰარი: კი. რატომ მეკითხები?

ლილი: გული ძალიან სწრაფად გიცემს..

ხელით ცრემლები მოვიწმინდე..

ჰარი: ა.. მე.. ვინერვიულე და ალბათ მაგიტომ..

ღრმად ჩაისუნთქა და თვალები იატაკს მიაბჯინა.

ექთანი: შემიძლია კარდიოგრამა გადაგიღოთ.

ჰარი: არა გმადლობთ, კარგად ვარ.

ექთანი: კარგით.. ლილი გთხოვ დაწექი.

ექთანის თხოვნა შევასრულე და დავწექი, ხელიც გავშალე, რომ ეს წვეთოვანში არსებული სითხე ჩემს სხეულში მალე შესულიყო და მეორეჯერ ჩხვლეტა არ დამჭირვებოდა, ერთი ხელი მუცელზე მედო, მეორე კი რომელზეც წვეთოვანი მეკეთა ჰარიზე მქონდა ჩაკიდებული..

ტკივილი Where stories live. Discover now