შუადღის 4 საათი ხდებოდა, როდესაც ჯონგუკმა კაფე დატოვა, რიკუს სთხოვა, რომ ცოტხანით ყურადღება მიექცია და თავად აკარის ბაღიდან გამოსაყვანად წავიდა. სულ რაღაც თხუთმეტ წუთიანი ფეხით სავალი გზა იყო საბავშვო ბაღამდე. კაფეში დრო ისე გაეპარა დაავიწყდა აკარი თავად, რომ უნდა გამოეყვანა და სწორედ ამიტომ დატოვა კაფე ნაჩქარევად.
ბაღში მისულს გოგონა მასწავლებლის გვერდით დახვდა, აკარის ჯგუფში მის გარდა სხვა აღარვინ იყო და მოწყენილი აქანავებდა გოგონა ფეხებს, მის გვერდით მჯდომ ქალს კი ეტყობოდა, რომ ბავშვის გართობა ვერაფრით მოეხერხებინა, მუხლებზე გადაშლილი წიგნი ედო და უშედეგოდ ცდილობდა გოგონას დაინტერესებას.
_ძამიკოო.
როგორც კი ჯონგუკს მოჰკრა თვალი პატარამ, მაშინვე წამოხტა სკამიდან და ბიჭთან ჩასახუტებლად გაიქცა.
_მოიწყინა ჩემა ლეკვმა?
ხელში აყვანილს ცხივრზე ცხვირითვე წაეთამაშა ჯონგუკი პატარას და შემდეგ მასწავლებლისკენ მიბრუნდა, ბოდიში მოუხადა დაგვიანების გამო და დამშვიდობების შემდეგ შენობიდანაც გამოვიდა.
_დაგაგვიანდა.
სხვათაშორისად ამოილაპარაკა ძმის მკლავებში მყოფმა პატარამ და დაბღვერილი თვალებით შეხედა ბიჭს.
_ბოდიში, დამავიწყდა დღეს მე, რომ უნდა მოვსულიყავი შენს წამოსაყვანად.
გულახდილობა ამჯობინა ჯონგუკმა და გოგონას ლოყაზე ტკბილად აკოცა. დღეს სახლში არავინ იქნებოდა რის გამოც ბიჭმა აკარის კაფეში წაყვანა გადაწყვიტა. გოგონა იქ ხშირი სტუმარი გახლდათ და ძმას ხელსაც ადვილად უშლიდა მუშაობაში. მუდამ ახალის შეცნობით დაინტერესებულ გოგონას ყველა და ყველაფრის ახლოდან ნახვა სურდა, კლიენტებს ისე მიუსკუპტებოდა მაგიდასთან ვითომც არაფერი და მთელი დღე გაუთავებლად იწყებდა ლაპარაკს.
_რიკუ.
კაფეში შესვლისთანავე გოგონამ ადვილად იცნო უცხო ხალხში ნაცნობი წითელი თავი და ჯონგუკის მკლავებიდან მალევე ჩამოხტა.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》