აწყმო არის წერტილი რომელიც, ამ წუთას წარსული გახდა.
გქონიათ მომენტი, როდესაც დროის უკან დაბრუნება სული მწარედ გდომებიათ? ყველა ვარიანტში ეს სურვილი ერთხელ მაინც გაგიჩნდებოდათ, მაგრამ ვაი, რომ აუხდენელს ვნატრობთ. ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დრო დავაბრუნოთ, მაგრამ შეგვიძლია მისი დაგეგმვა და სასარგებლოდ გამოყენება.
ადამიანები ვერ ვაჩერებთ დროს, ვერც ვიმორჩილებთ, არც კი ვიცით სად იწყება და მაშინაც, როცა გვგონია, რომ დრო ჯერ კიდევ გვაქვს, ის შეიძლება უეცრად ამოგვეწუროს.
ამიტომაცაა, როდესაც ამბობენ, რომ ყოველ მომენტს დაფასება სჭირდება. ადამიანი გქვია, არსებობ, აკეთებ იმას, რაც გინდა, მაგრამ ყოველი მხრივ დროით ხარ შეზღუდული. არავინ ვიცით ხვალ რა იქნება. დღეს ხარ, ხვალ აღარ. აი, ეს არის ადამიანის ცხოვრება.არაფერი არ არის ისე შორს როგორც გასული წუთი.
~~~~~~~~~~
_აბა? რა გითხრეს? აგიყვანენ?
ჯონგუკი აფორიაქებული შეეგება კაფეში შესულ თეჰიონს, ამოსუნთქვის საშუალებაც არ მისცა ისე დაეტაკა ახლად შემოსულს, მაჯაში ხელი ჩაჰკიდა და სამზარეულოში გაიყვანა.
_ნამჯუნ ჰიონის წყალობით ყველაფერი კარგად წავიდა.
ჯონგუკმა სწრაფად მოხვია უფროს კისერზე მკლავები და ლოყაზე მსუბუქი კოცნის საშუალებით მიულოცა კიმს ახალი სამსახური.
_ყავას ხომ გამიკეთებ?
ჯერ კიდევ მის კისერზე ჩამოკიდებულ ჯონგუკს აკოცა ბაგეებზე და ტკბილად გაუღიმა.
_გაგიკეთებ. შენ დაჯექი და მეც ახლავე მოგიმზადებ ყავას, მერე კი მომიყევი რა გითხრეს.
ჯონგუკი უმალ მოშორდა წაბლისფერთმიანს, კიმმა ღიმილით გააყოლა თვალი სამზარეულოში წამებში აფუსფუსებულ ბიჭს და იქიდან გამოვიდა. ოდნავ დანესტილი ქურთუკი გაიხადა და ისე დადო, რომ გამშრალიყო, გარეთ ჟინჟღლი იყო, ამიტომ დაუსველებლად ვერ მოახერხა კაფემდე მოღწევა. სალაროს შიდა მხარეს ჩამოჯდა, იქ სადაც ყოველთვის იჯდა ხოლმე. ჯონგუკის მოსვლამდე თეჰიონი წითელთმიანს მიესალმა, რიკუს უკვე კარგადაც იცნობდა, გასაკვირი არც იყო, ბიჭები ერთმანეთს კაფეში ხშირად ხვდებოდნენ.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》