ცა ერთიანად ჩამოიქცა იმ ღამით. ძლიერად გაწვიმდა და ირგვლივ ყველაფერი დაასველა. თავიდანვე ასეთი პირი უჩანდა ამინდს, მთელი დღის განმავლობაში მოქუფრული, ჩანაცრისფერებული ცა და მსუსხავი სიგრილე არ შორდებოდა კურასიკს. ჯეონების სახლი ქალაქის ერთ ბოლოში იყო, თეჰიონის კი მათგან ძალიან შორს, თითქმის ქალაქის მეორე ბოლოში უნდა გადასულიყავით, ამიტომაც გაიწელა გზა ასე ძალიან. ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ რა მდგომარეობაში იყო ტაქსიში მჯდომი ჯონგუკი, რომლის მსხვილ ბარძაყებზეც კიმის თლილი თითები არ წყვეტდნენ სრიალს. სახე ახურებულ უმცროს კბილები ერთმანეთზე ძლიერად დაეჭირა და მუშტებშეკრული ცდილობდა კვნესის თუ ხვნეშის შეკავებას, რაც დამიჯერეთ იმ მომენტში ყველაზე რთული რამ იყო. კიმი კი ცალკე ჯეონის ამ მდგომარეობაში დანახვით იღებდა სიამოვნებას. გზაში გაუწვიმდათ, ძლიერი შხეფები მანქანის მინებს ეშხეფებოდა და ხმამაღალ ხმას გამოსცემდა. ძლიერი წვიმის გამო მძღოლიც სიფრთხილეს იჩენდა, რადგან ასეთ ამინდში ლამპიონების და მანქანის ფარების განათებაც კი ვერ ახერხებდა ბოლომდე გზის განათებას. ერთი საათის გზას თითქმის ორჯერ მეტი დასჭირდა. თეჰიონს ამჯერად ჯონგუკის ყელამდე მიეღწია, ბიჭის ყვითელ ჰუდიში ჰქონდა ჩაყოფილი თავი და კბილებით ჯონგუკის კანს აღიზიანებდა. რამდენჯერმე იმდენად მტკივნეულად მოუჭირა კანს კბილები, რომ ჯონგუკმა თავის შეკავება ვეღარ მოახერხა ოხვრისგან, რაც მძღოლმაც გაიგო, რომელსაც აშკარად დასტყობოდა უკმაყოფილება სახეზე. ეს უკან მსხდომა წყვილმაც იცოდა, მაგრამ მძღოლის სურვილებზე იმ წამს არც ერთი ფიქრობდა, ჯონგუკს საკუთარიც ვერ დაეკმაყოფილებინა და თავისუფლად ამოკვნესის საშუალებაც არ ჰქონდა. ერთი სული ჰქონდათ, როდის მიაღწევდნენ სახლამდე. თეჰიონი ჯომგუკის ორგანოს შარვლის ზემოდან შეხებებით აწვალებდა.
_ამას დაგიმახსოვრებ, კიმ, და განანებ. აგჰ, თეჰიონ. უფრო მტანჯველად გადაგიხდი ამისთვის.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》