გაზაფხულის შუა თვე იყო, თუმცა ღამით ჯერ კიდევ ძალიან ციოდა და კიმსაც ძვლებში გასჯდომოდა სიცივე, მოყინული ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და სახლიდან გამოსვლამდე საგულდაგულოდ მოხვეულ კაშნში მალავდა ნახევარ სახეს. საკმაოდ გვიანი იყო, ლამის ათი საათი, თუმცა წაბლისფერთმიანი მაინც არ შედიოდა სახლში. მშვიდად სუნთქავდა, მზერა ცისკენ მიემართა, ვარსკვლავები არ ჩანდა, აქა-იქ რუხი ღრუბლის მასები მოჩანდნენ და ისინიც თითქმის შეუმჩნევლად გადაადგილდებოდნენ. თეჰიონის სახლის ეზოში ალუბლის ხე თავისთვის დამახასიათებელი სილამაზით გადაპენტილიყო, ყვავილობის პერიოდი აღარ ჰქონდა, თუმცა ახლად წამოზრდილი მწვანე ფოთლებით ერთიანად ანათებდა ხე. კიმს მის ძირას დაედგა ეზოს, მრგვალი მაგიდა თავისივე სკამებითურთ. წვიმების სეზონი ჯერ კიდევ იყო, მაგრამ მაშინ, როდესაც ამინდი მთელი დღის განმავლონაში სითბოსა და მზეს ჰპირდებოდა კურასიკს, ეზოში ჯდომა სასიამოვნო რამ იყო.
ახლა ყველაფერი კარგად ჰქონდა, მაგრამ წარსული, რომელიც არც ისე დიდი ხნის გავლილი იყო, მაინც ტოვებდა მასში უსიამოვნო ფიქრებს და ასევდიანებდა, თუმცა მევე ვთქვი, რომ წარსული იყო და მასზე დარდს არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ის დროს უკან მოეტოვებინა. მადლობელი იყო, ჯონგუკი კვლავ გვერდით ჰყავდა და იმის პირობაც კი დადო, რომ უმცროს საკუთარ თავზე მეტადაც გაუფრთხილდებოდა. ბიჭის კომიდან გამოსვლისთანავე თეჰიონმა საკუთარ თავს მოუხმო, ყოველგვარი დაბნეულობა, რასაც იმ წუთას მოზღვავებული ბედნიერებისგან თუ ჯერ კიდევ თვალისთვის დაუჯერებელი სანახაობისგან გრძნობდა უკანა ფლანგზე გადასტყორცნა და ექიმის დაუძახა. ჯონგუკის ტვინის დაზიანების ადგილმდებარეობისა და ხარისხიდან გამომდინარე თავდაპირველად თავისუფლად მოძრაობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა ბიჭს. ჯერ კიდრვ კომაში ყოფნის პერიოდში მომვლელი ხშირად უცვლიდა წოლის პოზას ნაწოლებისა ვენებში სისხლის თრომბების წარმოქმნის რისკისგან თავის ასაცილებლად. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით, ჯონგუკს საკმაოდ კარგად უვლიდნენ კომაში ყოფნის პერიოდში და მის შემდეგაც. ფიზიკური თერაპიის სპეციალისტის დახმარებით ბიჭმა თითქმის ორ თვეში თავისუფლად შეძლო ხელ-ფეხის ამოძრავება.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》