1 7 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

539 67 56
                                    

მაშინ, როდესაც აფასებს მოცემულ მომენტს, ყველა უკმაყოფილება ქრება და ცხოვრება მეტად სასიამოვნო ხდება.

იაპონიაში წელიწადის ნებისმიერი დრო თავისებური ეშხით გამოირჩეოდა, მაგრამ თეჰიონს ყველაზე ნაკლებად ზამთარი უყვარდა, რადგან წელიწადის ეს დრო ყველაზე ცივ მოგონებებთან ასოცირდებოდა. ბავშვთა სახლში ყოველ თოვლიან და მყინავ დღეს ძალიან ციოდა. კიმი ხედავდა სხვა ბავშვებსაც, რომლებიც საბნებში თავამდე იყვნენ გახვეულნი და ასე ცდილობდნენ პატარა სხეულების გათბობას. მომენტებში თეჰიონი თავს იქ მყოფთაგან ყველაზე იღბლიანად თვლიდა, რადგან მას საბანთან ერთად ბებია ჰყავდა, ქალი, რომელიც საკუთარი სხეულის სითბოს პატარა ბიჭუნას უზიარებდა.
ერთდროულად, როგორი ტკბილი და მწარეა კიმის წარსული.

ზაფხულის მცხუნვარე დღეები ნელ-ნელა შემოდგომის ფოთოლცვენამ ჩაანაცვლა. წელიწადის ეს დროც ძალიან ლამაზი იყო და კიმი ჯონგუკთან ერთად ხშირადაც გადიოდა ბუნებაში სასეირნოდ. აგარაკზე გატარებული ის ორი დღე ხომ გახსოვთ? ჯონგუკი მაშინ კიმზე ძალიან განაწყენებული წამოვიდა იქედან და საკმაო დროც ცხვირ აბზუებული დადიოდა, თეჰიონს მკვახედ ელაპარაკებოდა და თითქოს უპასუხოდ დარჩენილმა გრძნობებმა მათი ურთიერთობაც გააცია. ჯონგუკს საკუთარ თავზეც ეშლებოდა ნერვები, კიმი მას არაფერს დაჰპირებია და შესაბამისად ჯონგუკს იმედებიც არ უნდა დაემყარებინა წაბლისფერთმიანზე, რომელმაც ასე მარტივად მოახერხა უმცროსის გულში ადგილის გამონახვა. ჯონგუკის ადგილას ნებისმიერ ჩვენგანს გვეტკინებოდა და განაწყენებულნიც ვიქნებოდით ჩვენი ტრფობის ობიექტზე. კიმი იმ დღის მერე ბევრს ფიქრობდა, უნდოდა ჯონგუკისთვის ზუსტი და მყარი პასუხი გაეცა, არ სჭირდებოდა თვალთმაქცობა და ტყუილი სიყვარული, იქნება დროებითი გატაცება იყო ერთი მეორესთვის? კიმი თავს იზღვევდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯონგუკს აწვალებდა, მაინც ბოლომდე უნდა დარწმუნებულიყო იმაში თუ რა სახის გრძნობა იყო ის, რასაც ჯონგუკის მიმართ განიცდიდა.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now