_მაპატიე, გთხოვ მიმიღე და მაპატიე ის რასაც ჩავიდენ.
გეცნობათ ეს სიტყვები? ეს იმ წვიმიან დღეს წარმოსთქვა თეჰიონმა, მაშინ გამზრდელი ბებიის საფლავთან იყო ჩამუხლული, ტიტებიც იქვე დაეწყო ატალახებულ მიწაზე და წვიმის წვეთები ირგვლივ ყველაფერს ასველებდა. ყველაფერს საძაგლად ხდიდა, აუტანელი იყო ის სიცივე რასაც თეჰიონი გრძნობდა მთლიანი სხეულით. დილა იყო, უფრო სწორად კი ახლად გათენებული, ცაზე მუქი ღრუბლების გამო დღეც ბნელი იყო, რამდენჯერმე გაიელვა კიდეც და საშინელმა ქუხილის ხმამაც გააყრუა ირგვლივ ყველაფერი. თეჰიონი კი გაუნძრევლად იყო დამხობილი საფლავთან, გაუსაძლისი ტკივილი აიძულებდა ღმუილის ხმები გამოეშვა და ტირილისგან შესიებული თვალები ერთ წერტილზე გაშეშებოდა.
_სრულიად მარტო ვარ, გვერდით აღარ მყავხარ.
ბიჭმა დასველებული კაპიუშონი გადაიძრო თავიდან, სველ სახეზე ხელები აიფარა და რამდენიმე წამს ასე გაჩერდა. საფლავის ქვიდან სისველე ხელის მტევნით გადაწმინდა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, წამებში კვლავ შეიღება გაწმენდილი ადგილი წვიმის წვეთებით. თქეში მოდიოდა, ელვამაც იმატა და ამას ქარიც ერთვოდა, რომელიც მაღალ ნაძვებს შორის გულის გამაწყალებელი ხმით დაქროდა.
დრო გადიოდა, წლებიც გავიდა, მაგრამ ის მაინც მარტო იყო. თითქოს ბიჭს თავშესაფარში შექმნილი სიტუაცია იმდენად არც აზარალებდა, რადგან გვერდით შეუდარებელი ადამიანი ჰყავდა, რომელიც არ აგრძნობინებდა მარტოობას, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი თვეებისა ჩააბარეს იქ. ქალს, რომელსაც ბებიას ეძახდა, იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მისი გამზრდელი, მან აღზარდა თეჰიონი, მან იზრუნა და მან აქცია ნამდვილ კაცად, მაგრამ ბიჭმა ნაადრევად დაკარგა ხანში შესული ქალი.
ტკივილს ვერ ამცირებდა გასული წლები, ვერც შედარებით გაიოლებული ცხოვრება, რომელიც უკეთეს საცხოვრისა და სამსახურს გულისხმობდა.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》