"არ არსებობს შიში იმედის გარეშე და არ არსებობს იმედი შიშის გარეშე."
მოდით ვაღიაროთ, რომ გამოუვალ სიტუაციაში იმედი არასდროს ქრება, ის თუნდაც სულ მცირედ, მაგრამ მაინც არსებობს ჩვენში. მაშინ, როდესაც ჩვენი ერთი ნაწილი მხოლოდ ცუდზეა ორინეტირებული, მხოლოდ უბედურებაზე ფიქრობს, მეორე ნაწილში იმედის ნაპერწკალი იწყებს გაღვივებას და გვაჯერებს იმაში, რომ გადაულახავი არაფერია და ყველაფერი კარგად იქნება.
კიმის განცდებს ვერ გაიგებთ, ვერ მიხვდებით ბიჭი იმ წუთებში რას გრძნობდა, როდესაც მკვდრისფერ დადებული ჯონგუკი დაინახა. თითოეული ჩვენგანი სხვადასხვაგვარად განვიცდით და განსხვავებულად გამოვხატავთ ემოციებს, ზოგი ენით აღუწერელი ტკივილის მიუხედავად მყარად დგას და გარეგნულად სიმტკიცეს ინარჩუნებს, ზოგიც კი ერთიანად გატეხილი ძირს ეცემა. თეჰიონს, როდესაც სტკიოდა, ყოველთვის ტიროდა. არ თვლიდა, რომ ცრემლი საიმისო არ იყო, რადგან მისით ახერხებდა იმ სიმწრის შემსუბუქებას, რასაც გრძნობდა. მტკივან გულს მდუღარე ცრემლით იმშვიდებდა, მაგრამ დროებით და შემდეგ ახალი ტალღა გადაუვლიდა ჩაწყნარებულს. კიმმა ბევრი იტირა, ბევრიც ემუდარა უგონოდ მყოფ ჯონგუკს, ეხვეწებოდა, გონზე მოსვლას და თვალების გახელას, თუმცა შავთმიანის სახეზე წამითაც არ შერხეულა ერთად შეყრილი შავი წამწამები, ჯონგუკს კიმისთვის ერთხელაც აღარ მიუმართავს იმ ხმით, რომლის გაგონებასაც მოითხოვდა მწარედ აქვითინებული თეჰიონი. ჯონგუკი მანქანიდან გადმოიყვანა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა ამ ქმედებით უმცროსისთვის კიდევ რაღაც დაეშავებინა. გაყინულ მიწაზე იჯდა, ჯონგუკი მკლავებში მოექცია და ძლიერ იკრავდა გულში ბიჭის გათანგულ სხეულს, მსუბუქ კოცნას უტოვებდა სახეზე, რომელზეც სისხლის გამხმარი კვალი შემორჩენოდა უმცროს. კიმს ხელები ჯონგუკის სისხლით შეღებვოდა, უმცროს მუცლის არეში ჭრილობა ჰქონდა, თეჰიონი იმ ადგილს ძლიერ აჭერდა ერთ ხელს, ასე ცდილობდა სისხლდენის შეჩერებას, მეორე ხელში კი ბიჭის გაყინული მტევანი მოემწყვდია. ასე მანამ იყო, სანამ სასწრაფო არ გამოჩნდა. ჯონგუკი ხელიდან გამოაცალეს და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უმცროსი საავადმყოფოში გადაიყვანა, თეჰიონი არც მანქანაში მოშორებია ბიჭს.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》