"მთელი ცხოვრების გატარება საკუთარ თავთან მოგიწევთ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ თქვენთვის საინტერესო იყოს ამ ადამიანის საზოგადოებაში ყოფნა."
(მე არ მეკუთვნის ეს სიტყვები🤫🤭)
~~~~~~~~~_ჰოსოკ.
_გისმენ, ჯიმინ.
_როგორი ბიჭია ჯონგუკი?
როგორც უკვე ავღნიშნე, ჯიმინი და იუნგი კორეიდან იყვნენ ჩამოსულები, იდეაში დაბუშტულ ტუჩება დიდხანს გაჩერებას არ გეგმავდა, მხოლოდ რამდენიმე კვირით, ნახავდა მონატრებულ ძმას, გაიცნობდა მის მეგობრებს და შემდეგ დაბრუნდებოდა კორეაში, ასეთი იყო თავდაპირველად ბიჭის გეგმები, მაგრამ რატომღაც დიდხანს გაუგრძელდა აქ ყოფნა, მეგობრებიც ადვილად გაიჩინა და იმდენად მოიხიბლა იმ ცხოვრებით, რომლითაც აწ უკვე თვეებია ცხოვრობდა, რომ კორეა სულ მთლად გადაავიწყდა. პაკმა თავიდანვე ცალკე იქირავა პატარა ბინა, არ სურდა ჰოსოკის სახლში დარჩენა, რადგან იქ იუნგი იყო და საერთოდ არ ჰქონდა სურვილი შეყვარებულ წყვილთან ერთად ეცხოვრა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შვინდისფერთმიანის შეყვარებული იუნგი იყო და ჯიმინს მასთან რაღაც აშკარად ვერ გაეყო. ხანდისხან მისი უცნაური დამოკიდებულება იუნგის მიმართ თვალსაჩინო ხდებოდა და ამას ჰოსოკიც კარგად ამჩნევდა, მაგრამ დღემდე ვერ გაეგო რა ხდებოდა ჯიმინის თავში ასეთი.
ქერა ადრიანად ესტუმრა ძმას სახლში, როგორც ყოველთვის ახლაც იუნგი ჰოსოკის კალთაში იყო კომფორტულად მოკალათებული და უმცროსის ყელში ჩაეყო ცხვირი, ხარბად განაგრძობდა ბიჭის სურნელის შესუნთქვას და ამისგან გაბრუებულს მკაფიოდ ჩაესმოდა ჯიმინის ლაპარაკი, რომელიც მათგან მოპირდაპირედ იჯდა და ცივად შეჰყურებდა წყვილს.
_რაში გაინტერესებს?
_ისე, უბრალოდ.
_ჯიმინი, ბიჭით ისე, უბრალოდ არავინ ინტერესდება.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》