3 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

701 83 177
                                    

სამ სართულიან აგურით ნაშენებ შენობას, სიძველის იერსახე დასტყობოდა, მეტიც ირგვლივ ყველაფერს წლების სუნელი სდიოდა. გარედან რომ შეგევლოთ თვალი აზრადაც არ მოგივიდოდათ ის ფაქტი, რომ მასში ვინმე ცხოვრობდა. დაჟანგებულ სახურავს ნახვრეტები გასჩენოდა და გარეთ ბუნებას დატეხილი ამინდი შენობაშიც ისევე იგრძნობოდა, როგორც მის კედლებს მიღმა.

ბავშვთა სახლს უწოდებდნენ ამ ადგილს. უპატრონოდ იყო მიგდებული, არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ მათ ერთხელ და სამუდამოდ შეამჩნევდნენ და უფრო კარგ პირობებში გადაიყვანდნენ. სახლის მესამე სართულზე ბავშვებს არ უშვებდნენ, სახიფათო არისო. ხის კიბე ჭერიდან ჩამოსულ წვიმის წყალს მთლად ჩაელპო და ყოველი ფეხის დადგმაზე ჭრიალის ხმებს გამოსცემდა. შმორის სუნად აქოთებულ კედლებზე მხოლოდ აქა-იქ თუ შეამჩნევდით შპალიერს, ჩამოხეულს და მთლად გახუნებულს. საბედნიეროდ, მეორე სართულზე შედარებით კარგი სიტუაცია იყო, რკინის საწოლებზე დაფენილი ხმელი ქვეშაგები არც თუ ისე კომფორტული გახლდათ, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა. შესაძლოა საწოლი ამ შენობაში ყველაზე "ვარგისი" ყოფილიყო.

თეჰიონს ბევრი არაფერი ახსოვს ბავშვობიდან. ასე უთხრეს, რომ წარსული უკან უნდა დაეტოვებინ და თავად განეგრძო გზა. ასეც მოიქცა, მაგრამ იყო მოგონებები, რომელთაც უბრალოდ არ ივიწყებდა, რადგან ისინი ყოველთვის იმას ახსენებდნენ, თუ რა გამოიარა და როგორ მოაღწია აქამდე. გამარჯვებული იყო, იმის მიუხედავად, რომ ცხოვრების თამაშში დამარცხდა, მან მაინც იბრძოლა, ეყო გამბედაობა და მიიღო მონაწილეობა ამ გამოწვევაში.

_თეჰიონ, გეყოფა თამაში, მოდი პური ჭამე!

აწ, უკვე ძვლებში სიბერე შერეულ, გაჭაღარავებულ, სახე დამჭკნარ ქალს თეჰიონი სხვაგვარად უყვარდა, ეს თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ფაქტი იყო, თეჰიონზე მას შემდეგ მზე და მთვარე ამოსდიოდა, როდესაც პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში ჩააბარეს. მაშინ ბიჭი თვეების თუ იქნებოდა და ქალმაც საკუთარ თავზე აიღო მისი გაზრდის საკითხი, თავადვე დაარქვა ბიჭს ეს სახელი და დაბადების დღის თარიღიც თავადვე შეურჩია.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now