2 5 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

378 68 25
                                    

თანაგრძნობა სიყვარულია, რამდენადაც ის ადამიანზე მოქმედებს იმგვარად, რომ ადამიანი განიცდის სიამოვნებას სხვისი ბედნიერებისას, და პირიქით - უსიამოვნებას სხვისი უბედურებისას.


ჯიჰუნი, ჯონგუკის მამა ყველაფერს ამჩნევდა, ხედავდა და ხვდებოდა რამდენად უსამართლო იყო საკუთარი ვაჟის მიმართ. საათები, თუნდაც დღეები, რომლეთაც საავადმყოფოში ჯონგუკის გამოფხიზლების მოლოდინში ატარებდა ყველაზე კოშმარული დრო იყო კაცისთვის. ვინ იცის რამდენჯერ მოსწოლია ყელში ბურთი და რამდენჯერ ასწვია გული იმ ტკივილისგან, რომელსაც ამ მფეთქავი კუნთის გაჩერებაც კი შეეძლო, მაგრამ ჯინაზედ ტკივილი ჯიჰუნისთვის გაუსაძლისად ქცეულიყო და არა მომაკვდინებლად. აი, ისეთად ყოველ წუთს, რომ ახსენებდა რა და ვინ იყო ჯონგუკის ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი. დიახ, კაცი თავს იდანაშაულებდა. ხომ ერჩივნა ამ ტკივილს ერთიანად შემოეტია და გული იქვე და იმ წამსვე გაეჩერებინა, როდესაც თეჰიონმა ვაჟის ავარიაზე აცნობა? კი, ერჩივნა. ასე ნამდვილად აღარ მოუწევდა მტანჯველი და სინანულით სავსე მზერით ეცქირა კომაში მყოფი შვილისთვის, ასე ნამდვილად აღარ მოუწევდა მეუღლისა და ქალიშვილის დარდიანი, ნამტირალევი სახის დანახვა და ასე ნამდვილად არ იქნებოდა კიმის განცდების მომსწრე, ასე ვეღარ ნახავდა თეჰიონის უიმედო, მაგრამ ჯონგუკისთვის ყველაზე დამაიმედებელი მზერით განათებულ სახეს. ვინ იცის კაცს რამდენჯერ გასჩენია სურვილი დროის უკან დაბრუნების, ასე ხომ ეს ყოველივე არც მოხდებოდა, რასაც მისი უძილობისგან და დარდისგან ჩაშავებული თვალები ხედავდნენ?

ჯიჰუნიც ისეთივე ახალგაზრდა იყო, როგორც თავად ჰიმარი, როდესაც ქალის ორსულობაზე გაიგო. მაშინ 20 წლის ჯიჰუნს თავისუფლად შეეძლო დამოუკიდებელად ეცხოვრა, ყოფილიყო მზრუნველი მეუღლე და სამაგალითო მამა, მაგრამ თავდაპირველად გაჩნდა წინააღმდეგობებიც, რომელთაც კაცის გეგმები ოდნავ შეაფერხეს. ჰიმარის ორსულობის პერიოდში ისინი ჯიჰუნის ბიძასთან ცხოვრობდნენ, ქალის მხრიდან მშობლებს არ სურდათ ჯეონი სიძედ, ჰიმარი ბევრსაც ემუდარათ, ბევრიც იტირა, მაგრამ მათთან ვერაფერს, რომ ვერ გახდა საყვარელ მამაკაცს მიენდო მთელი თავისი არსებით და არა მარტო ის, არამედ ჯერ არ დაბადებული პატარაც. საბედნიეროდ ჯიჰუნი არ იყო ის კაცი, რომელსაც დაბრკოლებებისა და მომავლის შეეშინდებოდა, მის კარზე მიმდგარ ორსულ ჰიმარის მაშინვე ჩაჰკიდა ხელი და მას შემდეგ არ გაუშვია. ჯიჰუნმა სწავლა, რომ დაასრულა იმ დროისთვის პატარა ჯონგუკი მესამე წელში თუ იქნებოდა და კვლავ ბიძასთან ცხოვრობდნენ, საბედნიეროდ კაცს ერთხელაც არ გამოუთქვამს უკმაყოფილება და მეტიც ჯონგუკთან საკმაო დროსაც ატარებდა, პატარას თავს ისე ევლებოდა, როგორც განძს და არაფერს აკლებდა. მოგვიანებით ჯიჰუნის ბიძა გარდაიცვალა. იმის გამო, რომ კაცს მემკვიდრე არ ჰყავდა საკუთარ ძმისშვილს, ჯიჰუნს დაუტოვა, რაც კი რამე გააჩნდა და სწორედ ის სახლი, რომელშიც ამჟამად ჯეონები ცხოვრობენ თავდაპირველად ჯიჰუნის ბიძის გახლდათ. აღარც ჰიმარის მშობლებთან იყო ურთიერთობა დაძაბული, თანდათან შეეგუვნენ ქალიშვილის გადაწყვეტილებას და ჯიჰუნი სიძედაც მიიღეს. ალბათ ამ ყველაფერში დიდი გავლენა პატარა ჯონგუკმა იქონია, რომელიც ბებია-ბაბუის ალერსაც დიდი დოზით იღებდა. ჯიჰუნისთვის ჯონგუკი, როგორც პირველი შვილი, ყველაფერზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული გახდა. პატარას აღზრდაში დიდ როლს თამაშობდა მამა, ასწავლიდა ბიჭს რა იყო სწორი და არასწორი, თუმცა რა გამოვიდა, თავად ჯეონმა ვერ გაარჩია სწორი არასწორისგან და ამ შეცდომამ შვილის ცხოვრებას დაასვა დიდი ნიშანი. ჯონგუკის საყვარელი პარკი იყო ის, რომელიც მათ სახლთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა, მამამ მიიყვანა იქ პირველად და მას შემდეგ მის გარეშე არცერთხელ მისულა. თქვენ წარმოიდგინეთ და აწ უკვე თინეიჯერობის ასაკშიც ხშირად ატარებდა ჯონგუკი დროს ამ პარკში მამასთან ერთად, საათების განმაბლობაში იჯდა კაცის გვერდით საქანელაზე და მისგან განსხვავებით უფრო ჩქარა აქანავებდა იმ საგანს, რომელიც შეგრძნებას ბადებდა, თითქოსდა ფრენა შეეძლო. ჯონგუკს იდეალური მამა და ოჯახი ჰყავდა თეჰიონისგან განსხვავებით, რომელსაც არასდროს შეუგრძვნია მამის ამაყი მზერა, თუნდაც სამართლიანი საყვედური, მისთვის ეს ყოველივე უცხო იყო. თეჰიონი ჯონგუკისგან განსხვავებით არასდროს ყოფილა მამასთან ერთად გოლფზე, სათევზაოდ, სანადიროდ, თეჰიონს მამის ყოლის ბედნიერება არ ჰქონია.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now