ყველაფერი მიდის, ყველაფერი იცვლება...
_იქნებ დავნებდე...
_არა! მისმინე, როცა მთელი სამყარო ზურგს შეგაგცევს თვითონაც უნდა უარყო იგი. როცა ცხოვრება უსიამოვნებას გადაგყრის იცი რა უნდა გააკეთო?
_არ მინდა ვიცოდე!
_უბრალიდ სიარული განაგრძე.
~~~~~~~~~~~~
ზაფხულის პაპანაქება სიცხე იყო, შუადღის ორს უჩვენებდა საათი და შვინდისფერთმიანს სულაც არ აწუხებდა ის ფაქტი, რომ ამ სიცხეში გარეთ უწევდა გასვლა. ჰოსოკს ნამდვილად უყვარდა სითბო და მით უფრო მზიანი დღეები, თუმცა ვაღიაროთ ასეთი სიცხე ყველასთვის შემაწუხებელია. თხელი, ყვავილებიანი პერანგი ეცვა, ქვემოდან კი მოკლე შორტები ისეთი, რომ დამჯდარიყო ბარძაყები გამოუჩნდებოდა კიდეც.
_იქნებ მეც წამოგყვე?
სახლიდან გასვლამდე იუნგი ჩამოეკიდა კისერზე შვინდისფერთმიანს. ჰოსოკმა უფროს ხელები წელზე მოხვია და მხურვალე კოცნითაც დაასაჩუქრა შავთმიანი ფისო, რომელიც შეყვარებულის მკლავებში მუდამ მოსაფერებლად იწევდა.
_არ ღირს. სახლში დარჩი. საღამოს, რომ დავბრუნდები სადმე გავიდეთ, კარგი?
იუნგის ტუჩებთან ამოილაპარაკა და ცხვირით მინის პაწია ცხვირს წაეთამაშა.
_კარგი, მაგრამ არ მალოდინო.
ჰოსოკს ძმასთან უთანხმოება ჰქონდა, მაგრამ მგონი გადამეტებული ნათქვამია მათ ბოლოდროინდელ ურთიერთობაზე სიტყვა "უთანხმოება". ჯიმინი იმ დღის შემდეგ ჰოსოკს ნორმალურად არ დალაპარაკებია და ჰოსოკმაც საშუალება მისცა უმცროს ძმას ეფიქრა საკუთარ საქციელზე. თითქმის ორ კვირამდე ისე გავიდა, რომ პაკი ჯიუტად არ უკავშირდებოდა ძმას, ჰოსოკმა რამდენჯერმე სცადა ბიჭთან დარეკვა, ესემესიც გააგზავნა, მაგრამ უმცროსი მეტად ჯიუტი და ბუტია გახლავთ. როგორც ჩანს ბავშვობის ჩვევები ახალგაზრდობაშიც ვერ მოიშორა და სწორედ ეს უშლიდა ხელს. ბოლოს როგორც იქნა საკუთარი სიჯიუტე დაძლია და ჯონს სთხოვა სადმე შეხვედრა.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》