წვიმიანი დღე იყო, ცა რუხი ფერის ღრუბლებს ჩაემუქებინათ, ალუბლის აყვავებული ხეები ქარის დაბერვაზე ნელა არხევდნენ ტოტებს, ყვავილები ჰაერში იფანტებოდნენ, შემდეგ სველ, ატალახებულ მიწაზე ნარნარით ეშვებოდნენ და იმ სიბინძურეში ეფლობოდნენ ნაზი, სურნელოვანი საკურას ყვავილები.
არ იყო სასიამოვნო დღე. ხომ არის ზოგიერთს წვიმიანი ამინდი რომ უყვარს, არა? ეს დღე ნამდვილად არ იმჩნევდა იმას, რომ ვინმეს მისი ავდარიანობა მოსწონდა. გაზაფხული იყო, მაგრამ ციოდა, გრილ ნიავს წვიმის წვეთები მოჰქონდა საიდანღაც და ირგვლივ ყველაფერს ასველებდა.
საფლავისკენ მიმავალი ბილიკი ტალახით იყო აზელილი, ძლივს მიაბიჯებდა, თავი ჩაეხარა და ყოველ ნაბიჯს თვლიდა, თუ სად უნდა დაედგა ფეხი რომ არ დასვრილიყო. ტანზე შემოცმულ გრძელ, შავი ფერის ჟაკეტს სხეულზე უფრო მჭიდროდ იჭერდა. სხეულით გრძნობდა სიცივეს, რომელსაც მისი თხელი სამოსი ვერ იჭერდა. სულელი იყო. რამ აფიქრებინა ასე თხლად ჩაცმა? თუმცა გაზაფხულის პირველი თვე ასეთია, მატყუარაა და ისე იცვლის სახეს, ვერც კი იაზრებ. დილით სახლიდან გამოსვლამდე თბილოდა და სასიამოვნოდ აჭერდა მზე, მაგრამ მოულოდნელად ცაზე მუქი ფერის ღრუბელი შეიკრა, დღე ჩამოაბნელა და ისე აირია ამინდი, თითქოს წუთების წინ მზის შუაგულში ბავშვები არ თამაშობდნენ და მზის ნანატრ სითბოს არ იღებდნენ.
ბიჭს წაბლისფერი, გრძელი თმა დასველებოდა, შუბლზე ისე ჰქონდა ჩამოყრილი რომ თვალებს არ უჩენდა და ბეჭებზეც ჟაკეტის ზედა ნაწილი წვიმის კვალს გრძნობდა.
ხელში მოვარდისფრო ტიტები ეჭირა, ლამაზად აკონილს გარშემო სადა ფერის შესაფუთი ქაღალდი ჰქონდა მოხვეული და ღერეობს მთლიანად უფარავდა._შენი საყვარელი ყვავილები მოგიტანე.
საფლავის ქვასთან მიწაზე ნელა დადო ტიტები და იქვე ჩამოჯდა.
ხელით წვიმის წვეთები გადაწმინდა ქვიდან, ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი და თვალებში სითხე ჩამდგარმა ძლიერ დააჭირა ქუთუთოები.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》