2 7 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

400 65 22
                                    

ბავშვობიდან დღემდე ბევრი რამ იცვლება, მაგრამ არის რაღაცები, რაც უცვლელი რჩება. სუსხიანი დეკემბრის ბოლო დღეს, მაშინ, როდესაც პირველი იანვრის დაწყებამდე წუთებია დარჩენილი ოჯახურ, მეგობრულ წრეში ვეგებებით ახალი მოლოდინებით, ახალი იმედებით ახალ წელს და დიახ, ახალი წელი ეს ის არის, რაც ჩვენში კვლავ აცოცხლებს ჩამქრალ იმედებს, მიზნებსა თუ მოლოდინს. მთელი წლის განმავლობაში მომხდარ ცუდს ძველ წელს ვუტოვებთ და ერთმანეთს ახალს და უკეთეს ვუსურვებთ. ალბათ, ესეც ბავშვობის აჩრდილია, რომელიც გვაიძულებს ახალ წელს ახალი იმედებით შევხვდეთ. ვფიქრობთ, თუ წინა წელს ვერ შევძელით, მაშინ ამ წელს მაინც იქნება ყველაფერი უკეთ და ახლა მაინც მივაღწევთ საწადელს. მთავარი ხომ მონდომებაა.

_მიხარია შენი ნახვა, ჰიონ.

უფროსის ჩასახუტებლად გამზადებულ მკლავებს მომღიმარი სახით უახლოვდება და ჯინის სხეულს ძლიერ ეხვევა. დიდი დრო არაა გასული, რაც იაპონიიდან კორეაში დაბრუნდა, თუმცა საკმარისია ეს დრო იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანების მონატრება ძვლებში გაგიჯდეს.

_ბოდიში, რომ მოგაცდინე და დახვედრა გთხოვე. ჰოსოკს სურპრიზი მინდა მოვუწყო, ამიტომ პირველი შენ გამახსენდი.

მორცხვად იღიმის, ლოყები სიცივისგან შეწითლებული აქვს და ის პაწია ცხვირიც ვარდისფრად ციმციმებს, რომელსაც სქელი, ნაქსოვი ჯემპრის საყელოში მალავს.

_სულელო ბიჭო, ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო, ამისთვის გყავარ.

ჯინმა უმცროს ხელიდან გამოსტაცა შავი ფერის ჩანთა და მანქანაში თავად მოათავსა, რადგან პაკს აშკარად ეტყობოდა, რომ ჩანთასთან ჯაჯგურით დაღლილიყო და მას ასე უბრალოდ ვერ ასწევდა. ჯიმინის ბარგი ახლა ბევრად მეტი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც პაკი კორეაში ბრუნდებოდა. ჯინმა უბრალოდ იფიქრა, რომ ბიჭს საახალწლოდ საჩუქრები ჰქონდა შეძენილი მეგობრებისთვის.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now