1 3 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

537 71 59
                                    

"მისმინე, ცუდი რამეები ყოველთვის ხდება ხოლმე და ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებ, ასე არ არის?"

~~~~~~~~

ოთახში სინათლის ერთადერთი წყარო ფანჯრიდან შემოსული მკრთალი ნათება იყო. ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მდებარეობდა კაფე და სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ოთახში მყოფთათვის ნაზი, თბილი განათება. შიშვლად იწვნენ საწოლზე, თეჰიონი ზურგით, გვერდით კი იდაყვებზე დაყრდნობილი შავთმიანი ეწვა და თავლს არცერთი აშორებდა ერთმანეთს.

_მიყვარს ღამის განათება, ასე დაძინება მიადვილდება და ოთახშიც საკმარისად არის სინათლე.

ჯონგუკს ცალ ხელზე ჩამოედო თავი, მეორეთი კი ნაზად ეხებოდა უფროს მოშიშვლებულ გულ-მკერდზე, ფრთხილად დაასრიალებდა თბილ თითებს და ნაზი შეხებებით შეისწავლიდა თითოეულ იარას კიმის სხეულზე, წაბლისფერთმიანი კი ნეტარებას იყო მიცემული და ჯონგუკის მშვენიერ სახეს თვალს ვერ აშორებდა, ბიჭს წუთების წინ განცდილისგან ოფლი ჯერ კიდევ უბზინვარებდა კანს და ეს ოქროსფერი განათებაც ნამდვილად სასწაულ სანახავს ხდიდა უმცროსის სრულიად შიშველ სხეულს.

_გუკ, სიბნელის გეშინია?

თეჰიონმა უმცროსის გაშლილ, გრძელ თმაში შეაცურა თითები, ნაზად ჩამოატარა მთლიან სიგრძეზე. ჯონგუკის დალალები ისეთი იყო, თითზე რომ დაგეხვია რამდენჯერმე გასწვდებოდა და შემდეგ ჩამოშვებული კულულად ჩამოეკიდებოდა. თეჰიონი ხშირად აკეთებდა ამას ჯონგუკის თმაზე და ბიჭსაც პატარა კნუტივით ჰქონდა მინაბული თვალები, სიამოვნებისგან კი კრუტუნსაც არ ერიდებოდა.

_ხო, მეშინია.

კიმის მკერდთან აცოცდა, ბიჭს ქვედა ნაწილზე ზეწარი ჰქონდა გადაფარებული, ჯონგუკი ზემოდან გადააწვა უფროს და ცხვირით ყელში ისე ჩაძვრა, როგორც პატარა წიწილა დედის ფრთას რომ ამოეფარება ცივ ამინდში.

_ძალიან ძალიან?

_ხო, ჩამეხუტე თორე ღამის ურჩხულები მოვლენ და ჩემს თავს წაგართმევენ.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now