6 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

664 79 68
                                    

_ჯონგუკ, დაგაგვიანდება, თან გასამზადებელი ხარ და შენ ისევ აქ დაყუდებულხარ.

წითელთმიანმა მობეზრებით მიაგდო მაგიდაზე ჩაის ტილო, რომლითაც ჭიქებს ამშრალებდა და ჯონგუკს ახედა.

_რიკუ, მარტოს გტოვებ კაფეში და უნდა დავრწმუნდე, რომ არანაირი პრობლემა შეიქმნება.

_ჯანდაბა, ჯონგუკ, წადი რაა.

ჯონგუკის გაუთავებელი ჭკუის დარიგებითა და უაზრო რჩევებით დაღლილმა რიკუმ ბიჭს  აღარაფრის თქმა აღარ დააცადა, ისე მიაწვა ზურგიდან და ძალით გააგდო კაფიდან.

_გაერთე, ჯონგუკ, და აქაურობაზე ნუ იფიქრებ.

კარის დაკეტვამდე მიაძახა უმცროსმა გარეთ გაგდებულს და უკან შებრუნდა.

ჯონგუკის ოჯახი ნათესავის ქორწილში იყო დაპატიჟებული, რომელში წასვლაც ბიჭს სულაც არ ეხალისებოდა, საერთოდ ერჩივნა კაფეში დარჩენილიყო და რიკუს დახმარებოდა, ბიჭს მარტოს გაუძნელდებოდა კაფში დარჩენა და კლიენტებთან გამკლავება.

_ჰარუტო, როგორი სიმპატიური ხარ. (ჰარუტოს ეძახის ჯონგუკს დედა, შესაძლოა რამდენჯერმე გამოვიყენო ეს სახელი და იცოდეთ, რომ გუკია)

სახლში მისულსა და აწ უკვე გამზადებულ ჯონგუკს დედამ პერანგის საყელო გაუსწორა და თავიდან ბოლომდე აათვალიერა.
ბიჭი სარკის წინ იდგა, ტანზე მომდგარი ჯინსი და შავი ფერის თხელი, ატლასის პერანგი ეცვა.

_შეიძლება, არ წამოვიდე?

ჯონგუკმა იმის იმედად, რომ შანსი ჰქონდა სახლში დარჩენის, ქალს საყვარლად მოჭუტული თვალებით შეხედა, მაგრამ როდი ხდება ყველაფერი ისე, როგორც ეს ჩვენ გვინდა? ჯონგუკმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, საერთოდ მთელი დღის განმავლობაში უჩვეულოდ ცუდ ხასიათზე იყო და ვერც თავის ტკივილს შველოდა, წამალს კი ზედაც არ იკარებდა. წამლებს ბავშვობიდან ვერ იტანდა, მათი საჭიროების შემთხვევაში დალევაზეც კი უარს ამბობდა.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now