2 6 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

364 68 33
                                    

თეჰიონის შრამი მარცხენა მაჯაზე მიმანიშნებელი იყო იმ ჯოჯოხეთურად გაუსაძლილისი დროის, რომელსაც კიმი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებით "ამსუბუქებდა". შრამი მხართან, რომლის ისტორიაც იმაზე მსუბუქია, ვიდრე შრამის, რომელიც ვენების გადასერვის შედეგად შემორჩა მის სხეულს. იყო მომენტები, როდესაც საკუთარი სხეული აკომპლექსებდა, ვერ იტანდა მას. სარკეში ჩახედვისას ხედავდა იმას, ვისგან გაქცევასაც ასე მონდომებით ცდილობდა ის კი თოთქოს კვალდაკვალ მისდევდა.
საკუთარ თავს გაურბოდა, რადგან ეზიზღებოდა და საცოდავად მიაჩნდა იგი. ნუთუ მართლა ამდენად სუსტი იყო, რომ თავის მოკვლაც კი სცადა? სიგარეტის მაჯაზე ჩაწვა? ნუთუ საკმარისი არ იყო კიმისთვის თავს დატრიალებული უბედურება, რომ შემდეგ თავადვე იმწარებდა თავს? გაქცევა უნდოდა. იმ ცხოვრებიდან უნდოდა წასვლა, სადაც იმეზე მეტ ტკივილს გრძნობდა, ვიდრე ბედნიერებას და ჩვენ ვიცით, რომ უბედურად ყოფნა არავის უნდა, ტკივილს კი ბევრი ვერ უძლებს, ბევრი ვერ ეწინააღმდეგება ცხოვრების გზაზე წამოჭიმულ დაბრკოლებებს, თუმცა გამარჯვების შანსი ნებისმიერს ეძლევა, თანაც არაერთხელ. და ხო, ცხოვრება ჩვენით ერთობა. საცდელი ვირთხებივით ვართ, იგი ჩვენზე ატარებს ცდებს და მარტო მე ვიფოქრობ ასე? რომელ ჩვენგანს სდომებია სირთულე საკუთარ ცხოვრებაში, რომელი ჩვენგანი დასთანხმებია დაღმასვლას საკუთარი ნებით? და ყველაფერი ისეთი მოულოდნელად ხდება. რომელი ჩვენგანი ელოდება გასაჭირს, რომელი ჩვენგანი უღებს საკუთარი ცხოვრების კარს მას და რომელი ჩვენგანი ეგებება გაშლილი მკლავებით ტკივილს? არავის უნდა ტანჯვა და მაინც, კიმმა ასეთი გამოსავალი მონახა, ტკივილს, ტკივილითვე "კურნავდა". განა პატარა კიმი ოდესმე ისურვებდა მშობლებისგან უარყოფას და მარტობაას? განა თეჰიონს სიამოვნებდა იმ დარტყმების მიღება, რომელსაც ასე უხვად იმეტებდა მისთვის ცხოვრება. ბიჭისთვის უხილავი იარა ის იყო სულ პირველად, რომ განიცადა და თან ყველაზე მწარედ. მისი გამზდელი ბებიის გარდაცვალებამ კვალი ძლიერ, თუმცა უხილავად დაამჩნია ბიჭს, შემდეგ თუკი რამე ჭრილობას იღებდა თვალისთვის ხილულ შრამად რჩებოდა, თუმცა ახლა კიდევ ერთხელ დადგა საყვარელი ადამიანის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ძალიან სტკივა, მაგრამ ვერაფერს ხედავს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ შრამს, მაგრამ არა ისეთს, როგორზეც თქვენ ფიქრობთ ან შეიძლება ზუსტად ისეთზე ფიქრობთ, როგორზედაც მე. შრამზე გვახსენდება სხეულზე არსებული ნაწიბური, სხვადასხვა ზომის, ზოგიც მეტად საშიში, თვალისთვის ამაზრზენი და ზოგიც შედარებით მცირე, მაგრამ ცხოვრებას შეუძლია ისეთი ტკივილის მოყენება, რომელიც კვალს ჩვენს მფეთქავ კუნთზე ტოვებს, გულს გამაწბილებელი, საშინელი ღრჭიალით სერავს.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now