2 1 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

464 69 43
                                    

იმ საღამოდან ორი დღის შემდეგ ჯიმინი კორეაში გაფრინდა. ბიჭები სათითაოდ კიდევ ერთხელ ნახა წასვლამდე, დაემშვიდობა და დაუბარა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ის პერიოდი, რომელსაც კოარეაში გაატარებდა მისთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში ის ასე ფიქრობდა და დიდი იმედიც ჰქონდა იმის, რომ იუნგის დავიწყებას შეძლებდა.

თავად მინიც ნახა წასვლამდე, დამშვიდობების ნიშნად თბილი ჩახუტებაც მიიღო უფროსისგან. ჰოსოკიც იქვე იდგა და ძმის გამო დარდობდა. არ სურდა პაკის წასვლა, მის გარეშე ხშირად უწევდა ყოფნა, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო და მიზეზიც სრულიად განსხვავდებოდა. ჯიმინის შესანიშნავი მომავალი ელოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, პაკი იდეალურად ცეკვავდა და ახლო მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა, ვიდრე ამ მომენტისთვის ჰქონდა. ძმას გაანდო თავისი გეგმები, ბიჭებმა წინა ღამეს ერთად დაძინება გადაწყვიტეს, პაკმა კი ძმას უთხრა, რომ შემოთავაზება ჰქონდა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიიდან და კორეაში ჩასული აუცილებლად დათანხმდებოდა შემოთავაზებას.

~~~~~

"ნამჯუნ, ჰიონ. ვერაფრით მოვაგენი სკოლას."

ჯონგუკმა გადაწყვიტა თეჰიონისთვის სურპრიზი მოეწყო და სამსახურში თავზე დასდგომოდა. პირველად მიდიოდა და გზაც არ იცოდა, ამიტომ მოუწია ნამჯუნისთვის დახმარება ეთხოვა.

"შეგიძლია მითხრა მანდ ახლოში რას ხედავ?"

"ჰიონ, კუთხის, ყვითელი ფერის კაფეა და მის მოპირდაპირედ გაჩერებაც ჩანს"

ჯონგუკი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, შენობებს და ყოველ გამვლელს უცნაურად აკვირდებოდა. დაკარგვით მანამდეც დაკარგულა, მაშინ ახსოვს, რომ ერთ-ერთ გამვლელს სთხოვა დახმარება, მაგრამ ახლა ნამჯუნი ჰყავდა, რომელიც მარტივად შეძლებდა მისთვის დახმარების გაწევას.

"ჯონგუკ, ვიცი ეგ კაფე. ათი წუთი უნდა მომიცადო, სანამ გაკვეთილი დასრულდება და შემდეგ შევძლებ გამოსვლას."

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now