ცრემლებში არის სიწმინდე. ისინი არა სისუსტის ნიშანია, არამედ ძალის. ისინი უფრო მდიდრულად საუბრობენ, ვიდრე ათი ათასი ენა. ისინი დიდი მწუხარების მაცნეები არიან და არაჩვეულებრივი სიყვარულის.
ზამთრის მსუსხავი დღე ილეოდა. საღამოს განაცრისფერებულ ცას მკრთალად გადაჰფენოდა მზის ჩასვლით გამოწვეული თბილ ფერთა ბადე. ლამპიონებით განათებულ გზებზე მანქანების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულიყო. ბოლო დღეებში საგრძნობლად გაფუჭდა ამინდი. სინოპტიკოსები უამინდობას ვარაუდობდნენ, მოსალოდნელი იყო ქარბუქი, რასაც თან დაერთვოდა ყინვა და გაძლიერებული თოვა. ხალხს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. ზამთრის პერიოდში მოყინულ გზებზე ავარიათა რიცხვი ყოველთვის იზრდებოდა, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები უცვლელად განაგრძობდნენ განრიგის მიხედვით მუშაობას.
დილიდან სამზადისი იყო ჯეონების სახლში, ქალბატონი ჰიმარი სამზარეულოში საქმიანობდა, ვახშამს ამზადებდა საღამოსთვის. ჯონგუკმა მნიშვმელოვანი რაღაც უნდა გითხრათ მე და თეჰიონმაო. გუკის მამა, მისტერ ჯეონი სამსახურში იყო და წუთი-წუთზე ისიც შემოაღებდა კარს. პატარა აკარი წუთების გაღვიძებული გახლდათ იმ დროისთვის, როდესაც დედამისმა ვახშმის მზადება დაასრულა, უნდოდა ქალიშვილიც მოემზადებინა, მაგრამ ჯონგუკმა შეაჩერა აკარის ოთახისკენ მიმავალი დედა, მე მივხედავ დასო და გოგონას ოთახში ააკითხა. პატარა ონავარი თმა გაბურძგნული წამომჯდარიყო საწოლზე და ჩაწითლებულ თვალებს იფშვნეტდა პაწაწინა მტევნებით. ძილისგან სახე შესიებოდა, ლოყები დაბერვოდა და ტუჩები გამობურცვოდა. ჯონგუკს დის დანახვაზე უზარმაზრი ღიმილი გამოესახა სახეზე და სრულიად მიავიწყდა საკუთარი სადარდებელი, მაგრამ გოგონას ჩაწითლებულმა თვალებმა ყველაფერი შეცვალეს. დღეს აპირებდა მშობლებისთვის საკუთარ ორიენტაციაზე საუბარს და ასევე თეჰიონის წარდგენა სურდა შეყვარებულის სტატუსით. იმედოვნებდა ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, თეჰიონმაც ასე უთხრა. წინა ღამით ბიჭი შეყვარებულთან დარჩა და მასთან გაათია ღამე. კიმი თმაზე ეფერებოდა, მკერდში ჰყავდა უმცროსი ჩახუტებული და ამშვიდებდა, რომ მისი მშობლები გაგებით მოეკიდებოდნენ ყველაფერს. ჯონგუკს არასდროს ჰქონია პრობლემა მშობლებთან, რადგან ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ყოველთვის ყველაფერს ამარტივებდა. ბიჭს თავისუფლად შეეძლო მათთან გახსნილად საუბარი, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც გული ცუდს უგრძნობდა. უჩველო შეგრძნება კიმის გვერდით ჩახუტებულს დაძინების საშუალებას არ აძლევდა. მთელი ღამე გული გამალებით უცემდა, სხეული უთრთოდა და მოუსვენრობას შეეპყრო. მას შემდეგ ასე იყო, უძილობისგან თავ ატკიებული დაბრუნდა სახლში იმ მანქანით, რომელიც მშობლებმა დაბადების დღეზე აჩუქეს. დილით გამაყუჩებლით დაიამა მტკივანი თავი, ცოტახნით საწოლზეც წამოწვა და დაძინება სცადა, მაგრამ მხოლოდ ორიოდე საათით და შემდეგ ისევ გამოეღვიძა. მშფოთვარე ძლისი გამო ოფლიანმა და აღელვებულმა აბაზანა მიიღო, ცხელ წყალში იწვა და სურნელოვანი სანთები შემოეწყო ირგვლივ. ამან ოდნავ უშველა. რაც არ უნდა იყოს მის ადგილას ნებისმიერი ჩვენგანი ვინერვიულებდით, ჯონგუკს დიდი პასუხისმგებლობა ჰქობდა, ოჯახის სანაქებო, საყვარელ ვაჟს იმედები არ უნდა გაეცრუებინ დედ-მამისთვის.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》