1 0 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

588 75 67
                                    

    შესაძლოა შენი ამბავი კარგად არ დაიწყო, მაგრამ არჩევანი შენთვითონ გააკეთე. მითხარი ვინ ხარ?

~~~~~~~~~~~

თეჰიონს ერთსართულიანი სახლი ჰქონდა თავისი პატარა ბაღითა და მოუვლელი ყვავილებით. კიმს ხშირად უფიქრია იმაზე, რომ მის სახლს დიასახლისის ხელი ეკლდა. ბებია გვერდით, რომ ჰყოლოდა ბაღს ისე მოაშენებდა, ისე გაალამაზებდა და ააყვავებდა, რომ გვერდით ჩავლისას თვალი დაგრჩებოდათ სახლზე და მის მშვენიერ ბაღზე. სახლს მხოლოდ ორი საძინებელი და პატარა მისაღები ჰქონდა თავისი სამზარეულოთი. შიგნით შესულსაც საშინელი სიცივე მოგელამუნებოდათ კანზე, ის სიცივე არა, სხვა სიცივე. აი, ისეთი მარტოობამ, რომ იცის. უღიმღამოდ იყო მოწყობილი სახლი, ავეჯის სიმრავლითაც არ გამოირჩეოდა და არც დღის სინათლე აღწევდა ფანჯრებიდან, რომლებზეც სქელი ფარდები ჩამოეკიდნა კიმს, კედლების მუქი ფერი კი ისედაც ბნელ სახლს მეტად ამუქებდა, მაგრამ ეს ხშირად მარტოსული თეჰიონისთვის კომფორტულიც ყოფილა. მისაღებში დიდი ზომის დივანი ედგა, მასზე იყო ჩამომჯდარი და გაცისკროვნებული სახით აშტერდებოდა გამორთულ ტელევიზორს. წვას გრძნობდა მაჯაზე, უხურდა სხეული და გონებითაც იმ ერთადერთთან იყო, ჯონგუკი რომ ერქვა.
დაშრამულ მაჯას ხშირად შეხედავდა ხოლმე, საჩვენებელი თითით ისე ეხებოდა, როგორც ამას ჯეონი აკეთებდა იმ ღამით. თეჰიონი კვლავ გრძნობდა იმ დაუვიწყარ სითბოს, რომელიც ჯონგუკის ნაზ შეხებებს დასდევდა კვალად. ფიქრებიდან გამორკვეულმა ტელეფონს დახედა, ვერ გადაეწყვიტა მიეწერა თუ არა ჯონგუკთან. არ უნდოდა უმცროს ეფიქრა, რომ მის გარეშე ვეღარ ძლებდა წამითაც, მაგრამ ასე არ იყო? თეჰიონს თუნდაც მთელი დღე დაუზოგავად ემუშავა ფიქრებით მაინც შავთმიანთან იყო. ბოლოს გადაწყვიტა მიეწერა, მაგრამ საპასუხო ესემესი არა და არ ჩანდა.

_სად შემიძლია ვნახო ჯონგუკი?

არ ახსოვს, როგორ გამოიცვალა ტანსაცმელი და როგორ მიაღწია კაფემდე, მაგრამ ახლა წითელთმიანი, გამხდარი ბიჭის წინ იდგა და მის უცნაურ მზერას ყურადღებას არ აქცევდა.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now