"გუშინდელი დღე ისტორიაა, ხვალინდელი საიდუმლო, დღევანდელი კი, საჩუქარი.
ამიტომ უნდა დავაფასოთ."~~~~~~~~~~
_ძამიკოო, მოდი ჩვენთან.
პატარა აკარი მთელი საღამოს განმავლობაში კიმს არ შორდებოდა გვერდიდან, რომელიც ათას გასართობს აჩვენებდა და გოგონასაც ისე ამხიარულებდა, რომ მათ შემყურე ჯონგუკს ოდნავი ეჭვიანობაც იპყრობდა. ჯონგუკის გვერდით ტარზანად იქცეოდა გოგონა და ძმას ისე დაღლიდა, რომ ფეხზე დგომის თავიც აღარ ექნებოდა ბიჭს, მაგრამ თეჰიონის გვერდით გოგონა უბრალოდ სიმშვიდის განსახიერებად იყო ქცეული და კიმს ისე დასდევდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე საყვარელი და დამჯერი მამიკოს გოგონა.
არც იმას დავმალავ, რომ ჯონგუკს აღიზიანებდა თეჰიონის უყურადღებობა, ბიჭი მთელი საღამო მხოლოდ აკარის სიამოვნებაზე იყო ორიენტირებული და ჯონგუკის მობუსხულ სახეს ვერც ამჩნევდა._ჯონგუკ, მეზობლის ბავშვივით რას დამდგარხარ?
თეჰიონს აკარი ხელში ჰყავდა აყვანილი და ჯონგუკს უყურებდა, რომელიც სკამზე ჩამომჯდარიყო და გაბუტული ათვალიერებდა ატარაქციონებზე მოხალისე ადამიანებს.
_ჯონგუკ, გესმის ჩვენი? მე და აკარი გელოდებით.
თეჰიონმა ბიჭთან მიახლოვება გადაწყვიტა, ვერ გაეგო ასე უცებ რა ეტაკა ჯეონს ან რას ნიშნავდა ბიჭის იგნორი. მოკლედ რაც არ უნდა ყოფილიყო ჯონგუკი ამ საღამოს აკარიზე უარესად იქცეოდა და ისეთ სიტუაციას იქმნებოდა თითქოს და-ძმამ ადგილები გაცვალეს.
_შენ ძმას რა სჭირს?
აკარის გადაულაპარაკა კიმა, თან ისე, რომ ჯონგუკსაც გაეგო, რომელიც ყურებ დაცქვეტილი უსმენდა მის სიახლოვეს მდგომ თეჰიონსა და აკარის, მზერით კი მათ გარდა ყველაფერს უყურებდა.
_ალ ვიცი, მგონი გაბლაზებულია.
ენა მოჩლეფილმა გოგონამ ამოიჩურჩულა და ძმას დანაღვლიანებულმა გადახედა.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》