2 0 . Ĵ Ɛ ♡ И 'S Ƈ Λ F Ɛ ☕

480 71 48
                                    

წარსულისგან თავის დასაღწევად ყველაზე იოლი გზა მისი დავიწყებაა, მაგრამ ჩვენ მისგან უნდა ვისწავლოთ.

ზრდასრულ ადამიანად ყოფნა სურდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პატარა იყო. უყურებდა ძმას და მასავით სამაგალითო ადამიანად ჩამოყალიბება უნდოდა. სურვილი ჰქონდა, რომ ძმის მსგავსად შესძლებოდა ცეკვა, ბიჭი მუდამ მას ბაძავდა. ყოველთვის აკვირდებოდა, მის ყველა მოძრაობას კარგად ინიშნავდა გონებაში და ოთახში ჩაკეტილი სარკის წინ ცდილობდა დამახსოვრებული მოძრაობების გაკეთებას. ჯიმინი ასეთი იყო, უნდოდა საუკეთესო ყოფილიყო. მანამ არ ეშვებოდა საქმეს, სანამ ბოლომდე ისე არ მიიყვანდა, რომ შედეგი იდეალური ყოფილიყო. ნაკლებს არასდროს სჯერდებოდა, ასე კი მხოლოდ იმიტომ იქცეოდა, რომ ჰოსოკის დონემდე მისულიყო. უფროსი ჯიმინისთვის ის ადამიანი იყო, რომელზედაც ცუდს არავის არაფერს ათქმევინებდა. ჯონი პაკის ძმა იყო, მისი იმედი და ერთადერთი მისაბაძი პიროვნება იმ ცხოვრებაში, რომელშიც ისინი იზრდებოდნენ. ჰოსოკი იდეალურობის განსახიერება იყო.

პატარა ჯიმინი არაერთხელ დასწრებია ჰოსოკის ცეკვის გაკვეთილებს, ბავშვობაში არასდროს აცდენდა კონცერტებს, რომლებშიც მისი ძმა იღებდა მონაწილეობას. უყვარდა ჰოსოკის სხეულზე დაკვირვება. მისი მოძრაობები ყველზე კარგი იყო, ვერც ერთი ვერ შეედრებოდა ჯონ ჰოსოკს. ძმის შემხედვარეს თავადაც მოუნდა ცეკვის სწავლა, იმავე მასწავლებელთან შეიყვანეს ბიჭი, მაგრამ თავიდან ჰოსოკივით ყოჩაღი ვერ გამოდგა. მონდომება ჰქონდა, რას აღარ აკეთებდა, რომ სასურველი შედეგი დაედო, მაგრამ კარგა ხანს ვერაფერს გახდა. ნეტავ გენახათ როგორ მეცადინეობდა, შეუსვენებლივ იმეორებდა მოძრაობებს სარკის წინ, სხეულიდან ოფლი წურწურით გასდიოდა და ვარჯიშისგან დაღლილს სუნთქვაც კი უჭირდა, მაგრამ არ ისვენებდა. ყველაზე მეტად უნდოდა ჰოსოკისგან მოესმინა შექება, უნდოდა ძმას მთელი გულით ეთქვა კომპლენტი და არა იმიტომ, რომ მისი ძმა იყო. პაკს ყოველთვის ამხნევებდა, ეუბნებოდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა და ის რასაც აკეთებდა ძალიან კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ჯიმინმა იცოდა, რომ ჰოსოკი მას ასე მხოლოდ იმიტომ ეუბნებოდა, რომ ბიჭი არ დანებებულიყო. ერთხელ პაკმა თავისი ყურით გაიგონა როგორ ელაპარაკებოდა მასწავლებელი ჰოსოკს იმაზე, რომ ჯიმინი ტყუილად კარგავდა დროს და მასთან ვარჯიშის გაგრძელება აღარ სურდა. მაშინ ჰოსოკმა იმ კაცს უთხრა, რომ თავად ასწავლიდა ჯიმინის ყველაფერს, მხოლოდ დრო უნდა მიეცა მათთვის და საბოლოოდ პირობაც კი დადო ჰოსოკმა, რომ ჯიმინი იმედებს არ გუცრუებდა. ასე და ამგვარად ჰოსოკმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ჯიმინისთან სისტემატიური გაკვეთილების ჩატარება დაიწყო. საკუთარი საქმე უკან გადადო და თავს არ ზოგავდა იმისთვის, რომ წლის ბოლოს პაკს ერთ-ერთ მთავარ კონკურსში გასვლა შესძლებოდა, რომელში გამოვლინდებოდა შვიდი საუკთესო და მათ შორის რა თქმა უნდა, ჯიმინიც მოხვდა.
დრომ დიდი გავლენა იქონია პაკზე, დროის გასვლასთან ერთად ჯიმინი საუკეთესო მოცეკვავედ გამოიწრთო, ბიჭის უხეში მოძრაობები თანდათან ნაზმა და სუფთა მოძრაობებმა ჩაანაცვლეს. თითქოს პაკი მუსიკას მთლიანი სხეულით შეიგრძნობდა, მისი ცეკვა აღარფრით ჩამოუვარდებოდა ჯოსოკისას.

ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡWhere stories live. Discover now