გაზაფხულმა თავისი წარუშლელი კვალი დატოვა იაპონიაზე. მშვენიერმა, სიცოცხლითა და სიტკბოებით სავსე დღეებმა ჩვეული სინარნარით გაიარეს.
საკურას ყვავილობას ვერ შელეულ მოსახლეობას მალევე შეაწუხა ზაფხულის სიცხემ. კურასიკის ქუჩებში საღამოობით გამოშლილი ადამიანები ყოველ წუთს მაქსიმალურად იყენებდნენ სიამოვნების შესაგრძნობად. ნათელი, ალუბლისფერი და ყველაფრისგან უჩვეულოდ ლამაზად გამოიყურებოდა ზაფხულში კურასიკი. საღამოობით აქა-იქ ხეებზე განათებებსაც შენიშნავდით, ამწვანებული სკვერები და მათში ბავშვთათვის გაკეთებული გასართობები მუდამ გადატვირთული იყო. პატარების ყიჟინას თან ერთვოდა უფროსებს შორის გამართული ჩუმი ბაასი, ათაში ერთხელ კი მატარებელიც დაიგუგუნებდა შორი-ახლოს.
შუა ივნისის ჩვეულებრივი საღამო იყო, არაფრით განსხვავებული. ჯონგუკს პატარა აკარი სასეირნოდ გამოეყვანა. გოგონასთვის ტანზე ყვითელი ფერის, თეთრ გვირილებიანი კაბა მოერგო და შავ თმაშიც ჩაემაგრებინა ყვითელი ყვავილის ფორმის სამაგრები. აკარის ძმისთვის ხელი მჭიდროდ ჩაეკიდა, გვერდით პატარა ნაბიჯებით მისდევდა მაღალ სხეულს და ენას კვლავ არ აჩუმებდა. ხანდახან ჯონგუკს აკარისთვის პირის გასკოჩვაც კი მოსდომებია, მაგრამ შემდეგ ფიქრები თავიდან გაუყრია, რადგან გოგონას გაუთავებელი ტიტინიც კი იმდენად იყო ჯონგუკის ცხოვრების ნაწილი რომ მის გარეშე, ალბათ, გააფრენდა კიდეც. ფერადად ციმციმებდა ბიჭისთვის აკარი და არა მარტო მისთვის.
_ძამიკოო, ნაკინი მიკიდე ლაა.
ტუჩებ დაბერილმა და თვალებ აბზინვარებულმა ახედა ძმას ქვემოდან, ჯონგუკი წამებში დაიხარა დაიკოს სიმაღლემდე, ხელში აიტაცა და ჰაერში გაჩერებულს ლოყები ჩაუკოცნა.
_ღმერთო ჩემო, შეგჭამ, პატარა ბატკანო.
გოგონამ ჩაიხითხითა ძმის სიტყვებზე და ფეხები წელზე მჭიდროდ მოხვია. ჯონგუკმა ყველაზე ახლოს მდებარე სანაყინე დაძებნა და იქ შევიდა აკარისთან ერთად. პატარას სურვილც წუთებში აასრულა, მალე გოგონასთან ერთად ნიყინის ჭამით გამოვიდა გარეთ.
YOU ARE READING
ʝεσɳ'ร cαƒε. ҡ.ƭɦ ☆ ʝ.ʝҡ
Fanfiction《Taekook》🐯🐰 《Sope》🐱🐹 《Namjin》 🐨🐭 《Yoonmin》🐱🐥 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《12.03.2021/03.07.2021.》